"თავისივე გადაგდებული, რეზერვის - რეზერვში გადანახული კანდიდატები და ყველა დროის ხელისუფლებას მორგებული მდიდარი ბიზნესმენები, რომლებიც კარგად „აიასნებენ“ მთავრობასთან და არასოდეს დგანან ხალხის გვერდით - აი ეს დავინახე „ქართული ოცნების“ დღევანდელ პრეზენტაციაზე“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და თვლის რომ სახელისუფლებო პარტიას არათუ რესურსი აღარ გააჩნია, მათგან დაპირების მსგავსიც კი ვერაფერი მოისმინა.
„ დღეს დაანონსებული ე.წ. „თამამი დაპირებებიც“ კი ვერ მოვისმინეთ, სამაგიეროდ ნათლად ვიხილეთ 2012 წლის გაცოცხლების მცდელობა.
მაგრამ 2012 წლის მერე ერთი ათწლეული გავიდა. მმართველი პარტია კი, იმის მაგივრად, რომ საქართველოს სახელმწიფო წინ წაეყვანა, გამუდმებით წარსულთან ბროლაშია ჩართული. იმიტომ ჰქონდატ დღესც წარსულთან შეხვედრა.
მაგრამ, მათ ავიწყდებათ, რომ პოლიტიკური ძალა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა წარსულში იქექოს.
თუმცა ახალს ვინ დარდობს, ძველი დაპირებები მაინც შეესრულებინათ!
მაგალითად - იაფი ფული და წესრიგი საბანკო სექტორში- ესეც 2012 წლის უმთავრესი დაპირება იყო.
დღეს კი გვაქვს ძალინ ძვირი ფული და უკონტროლო საბანკო სექტორი, რამაც კიდევ უფრო დაანგრია ჩვენი ქვეყანა და გააღატაკა ხალხი.
არადა ხალხს სჭირდება ღირსეული ცხოვრება, ღირსეული შემოსავალი და არა ათეული წლების განმავლობაში ერთი და იგივე მდიდარი ბიზნესმენების ყურება, რომლებიც ყოველთვის მომქმედი ხელისუფლების მხარეს არიან და არა ხალხის!
პანდემიით სიამაყეც მართლა სამარცხვინოა, რაც ისევ ხალხის კეთილგონიერებით დავძლიეთ და არა ჯანდაცვის სისტემით.
მოკლედ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თავისისვე გადაგდებული, რეზერვის - რეზერვში გადანახული კანდიდატები წარადგინა, რესურსი აღარ გააჩნია და იმიტომ.
და ისევ ბიზნესმენები, მთავრობასთან კარგად „გამაიასნებელი“ ფულიანი ხალხი, ვინც ყოველთვის ხელისუფლების გვერდით დგას და არა ხალხის!
რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ისევ მდიდარ ხალხზეა ორიენტირებული და არა იმ ადამიანებზე, ვინც ამ ქვეყანაში ყველა არჩევნებს იგებს.“
- დავით ჭიჭინაძე
მასალის გამოყენების პირობები






