"ჯერ კიდევ ცოცხალი, უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგი მაშინვე არ ჩაუგდიათ მდინარეში, ის წაიყვანეს სადღაც, სადაც მან დაახლოებით 1.5-2 დღე იცოცხლა“
სამართალი - 15:23, 20 Jul, 2020     16558
“თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, უკრაინელი ექსპერტის გუშინდელი შოკისმომგვრელი განცხადებებისა და სხვა აშკარა ფაქტების საფუძველზე დღეს შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი ლოგიკური დასკვნები:

"1. გიორგი შაქარაშვილს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 19 ივნისის ღამეს. მას ისეთი დაზიანებები მიაყენეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში და, რაც მთავარია, თავის და სახის არეში, რომელთა გამოც, მან, დიდი ალბათობით, გონება დაკარგა. ლაპარაკი უნდა იყოს არა გონების მომენტალურ ან ხანმოკლე დაკარგვაზე, არამედ მძიმე კომატოზურ მდგომარეობაზე, რომლისგანაც გიორგი, დიდი ალბათობით, აღარ გამოსულა. ამას მოწმობს, თუნდაც, ექსპერტიზის დასკვნაშივე აღწერილი 2X8 სმ ფართის მქონე სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და „მოჭარბებული რაოდენობით“, „შემღვრეული“ თავ-ზურგ-ტვინის სითხის არსებობა თავის ტვინში. ასეთი აღწერილობის ფონზე ექსპერტიზის დასკვნაში გაკეთებული განცხადება, რომ დაზიანებები „მსუბუქი“ ხასიათისაა, არის ტყუილი და მისი მიზანია, აარიდოს პირებს, რომლებიც ანგარიშის გასასწორებლად მისდევდნენ გიორგი შაქარაშვილს, პასუხისმგებლობა დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისათვის. სხვათა შორის, ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ უნდა შეიცვალოს და ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც გათვალისწინებულია 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2. გიორგი შაქარაშვილი მდინარეზე, დიდი ალბათობით, არ ჩასულა. როგორც ჩანს, მას დაეწივნენ და გაუსწორდნენ ტრასის შორიახლოს - ან ზედ არაგვის ხიდზე, ან მის მარჯვენა მხარეს ჩასასვლელ სამანქანო გზაზე, ანდა სულაც იმ ფარდულში, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, სავარაუდოდ კვალის წაშლის მიზნით, გადაწვეს. ის, რომ გიორგი მდინარის ნაპირას ვერ ჩავიდოდა, მტკიცდება მის სხეულსა და ტანსაცმელზე სიბნელეში, ციცაბო ფერდობზე დაგორების კვალის უქონლობით. გიორგის არაგვზე "ჩასვლის" ვერსიის კულტივირება, როგორც ჩანს, თავდაპირველად ემსახურებოდა იმას, რომ მისი სიკვდილი "უბედურ შემთხვევად" გაფორმებულიყო - ამას მოწმობს ე.წ. "მწყემსის ვერსია". დღეს, ჟურნალისტური გამოძიების შედეგებისა და საზოგადოებრივი აზრის კვალდაკვალ, არაგვზე ჩასვლის ვარიანტს იმისთვის იყენებენ, რომ დამალონ ის, რაც ქვემოთ არის აღწერილი.

3. ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგი მაშინვე არ ჩაუგდიათ მდინარეში, ის წაიყვანეს სადღაც, სადაც მან დაახლოებით 1.5-2 დღე იცოცხლა, თუმცა, დიდი ალბათობით, გონს აღარ მოსულა. სიკვდილი ვერ დადგებოდა გვამის მდინარიდან ამოყვანამდე 48 საათზე მეტი ხნით ადრე, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ წყლიდან ამოყვანის დროს „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“. სიკვდილი რომ იმავე ღამეს დამდგარიყო, გვამური გაშეშება მისი წყლიდან ამოყვანის დროს მთლიანად იქნებოდა მოხსნილი.

4. ცოცხალი გიორგის სადღაც, უცნობ ადგილზე მიყვანიდან დაახლოებით 1.5-2 დღეში გიორგი წყალში დაახრჩვეს, ოღონდ ეს ვერ მოხდებოდა იმ ადგილას, სადაც გვამი იქნა ნაპოვნი. როგორც ჩანს, სიკვდილის დადგომის შემდგომ იგი დაასვენეს მშრალ ადგილას, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ქვედა ტუჩის მიდამოში... გამოხატულია გამოშრობა“. როგორც უკრაინელმა ექსპერტმა ახსნა, წყალში ასეთი მოვლენა გამორიცხულია. მისივე თქმით, გვამს რომ პოზიცია ერთხელ მაინც შეუცვალეს, მოწმობს გვამური ლაქების არსებობა როგორც ზურგზე, ისე მკერდზე და მუცელზე.

5. ამის შემდეგ გვამი წაიღეს არაგვის პირას და მდინარეში ჩააგდეს იმ ადგილას, სადაც იგი მოგვიანებით იქნა ნაპოვნი. გვამური გაშეშების დაფიქსირების გარდა, ეს ვერ მოხდებოდა გვამის აღმოჩენამდე 48 საათზე მეტი ხნით ადრე იმ მიზეზითაც, რომ გვამზე აღინიშნებოდა ე.წ. „მრეცხავის ხელები“, მაგრამ არ იყო გამოკვეთილი ე.წ. „სიკვდილის ხელთათმანი“, რომლის ჩამოყალიბება, როგორც უკრაინელმა ექსპერტმა ახსნა, გვამის წყალში ყოფნის მესამე დღეს იწყება.

6. ამ მანიპულაციებს, დიდი ალბათობით, ვერ ჩაატარებდნენ თავდამსხმელები, რადგან ისინი მალევე წავიდნენ თბილისში და თან გაიყოლეს გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც, დიდი ალბათობით, დაინახა, როგორ უსწორდებოდნენ მის მეგობარს. მისი დუმილი იმის ნიშანია, რომ მას წამებით ან/და მოკვლით უნდა დამუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა გიორგი გონების დაკარგვამდე მიიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი გიორგის გადამალვის, 1.5-2 დღის შემდეგ მისი წყალში დახრჩობის, შემდეგ გვამის არაგვის ნაპირზე მიტანის და იქ ხელახლა წყალში ჩაგდების მანიპულაციები უნდა განეხორციელებინათ ისეთ პირებს, რომლებსაც ამის გამოცდილება აქვთ. აშკარაა, რომ დანაშაულის კვალის დაფარვაში ბევრი სხვა პირი მონაწილეობდა, მათ შორის, შეიძლებოდა ყოფილიყო ექიმიც, რომელიც, შესაძლებელია, 1.5-2 დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა გიორგის გონზე მოყვანას. ეს პირები დადგენილ უნდა იქნენ და მათ უნდა წარედგინოთ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის.

7. ამ საქმეზე აშკარად სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან ორკესტრირებული მოქმედებებისა და უმოქმედობის მთელი ჯაჭვის არსებობა. საქმის ჩაფარცხვაში, დანაშაულის კვალის დაფარვაში, გამოძიების აშკარად არასწორი მიმართულებით წარმართვასა და დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაში, დიდი ალბათობით, მონაწილეობენ მაღალი ეშელონის თანამდებობის პირები. ასეთი მანიპულაციების განხორციელება მცხეთის პოლიციის განყოფილების დონეზე შეუძლებელია"- აცხადებს ბარამიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42