ქუთაისში, 30 წლის ქალის, ელენე ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებად ბრალად. (სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლი).
ორივე დაკავებული იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა.
"მკვლელობის შესახებ იცოდნენ და პოლიციას დაუმალეს" - აცხადებენ ადგილობრივები.
სასტიკი მკვლელობისთვიოს კი სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებული ელენე ჩეჩელაშვილის კორპუსთან მდებარე ფარდულში ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივი უცნობია.
ადვოკატი რომან ჭეიშვილი აცხადებს, რომ დაკავებული ქალი ნასამართლევია.
მასალის გამოყენების პირობები






