ირანელი მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურებზე მუშაობა, ორშაბათს სიკვდილით დასაჯეს.
გასულ თვეს, ირანის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მაჰმუდ მუსავი მაჯდიმ განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც 2018 წელს დააპატიმრეს, დაკავშირებული ყოფილა CIA-თან და MOSSAD-თან. იგი აქტიურ სადაზვერვო ინფორმაციებს აგროვებდა აგრეთვე ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის მეთაურზე, ყასემ სოლეიმანზე.
სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია სოლეიმანის უკან მდგომი მუსავი.
ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, მუსავი-მაჯდიმ დატოვა ირანი თავის ოჯახთან ერთად და იზრდებოდა სირიაში და მიუხედავად იმისა, რომ იგი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრი არასოდეს ყოფილა, მან მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება თარჯიმნის სტატუსით.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ყოველთვიურად 5000 $-ს იღებდა CIA-სა და MOSSAD-ისგან იმისათვის, რათა მიეწოდებინა ინფორმაცია სირიაში მყოფ ირანელ სამხედროზე.
„მაჰმუდ მუსავი-მაჯდი CIA-ისა და MOSSAD-ის ჯაშუში იყო, რომელიც სიკვდილით დავსაჯეთ. მან აწ უკვე „წამებული“, გენერალ სოლეიმანის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს მტრებს.
ირანული საინფორმაციო საშუალებების განცხადებით, მუსავი აგრეთვე ჩართული იყო 2015 წელს ცნობილი ირანელი გენერლის, ჰოსეინ ჰამედანის მკვლელობაშიც, რომელიც უშუალოდ ISIS-ის მებრძოლებმა განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები






