შაქარაშვილი ორი დღე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოცხალი იყო? - ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბიჭი წყალში არა იმავე ღამეს, არამედ მომხდარიდან რამდენიმე დღეში გადააგდეს
პოლიტიკა - 13:36, 20 Jul, 2020     2172
გიორგი შაქარაშვილი მდინარეში გადაგდების დროს მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო - უცხოელი ექსპერტების სკანდალური მოსაზრებები 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეში - საქმის საეჭვო ახალ გარემოებებზე უკრაინელმა კრიმინალისტმა ნიკა გვარამიას "მთვარ აქცენტებში" ისაუბრა. გალინა კარმოშინა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში ორ დღეზე მეტხანს ვერ იქნებოდა, რადგან არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა, მისი ვარაუდით, ფეხბურთელი ორი დღე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოცხალი იყო. მისივე თქმით, სიცოცხლის დროინდელი ტრავმები ფეხბურთელისთვის იყო უმძიმესი, სავარაუდოდ ფუძის მოტეხილობით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შაქარაშვილი წყალში გადააგდეს არა იმავე ღამეს, არამედ მომხდარიდან რამდენიმე დღეში.

გალინა კარმოშინა ასევე აცხადებს, რომ ცხედარს აღენიშნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს. ანუ ცხედარი პოვნამდეც იყო რამდენიმე საათი მდინარეში.

გალინა კარმოშინაც და "ემპათიის" ექსპერტიც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საუბრობენ. "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ეს დასკვნა საერთაშორისო სტანდარტს აბსოლუტურად არ შეესაბამება.

ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია, იმისტვის, რომ ზუსტად იქნას განსაზღვრული ქალა-ტვინის ტრავმის არსებობა. სიცოცხლის დროინდელი სისხლნაჟღენთები, მოლურჯო-მოიისფრო ფერის, იყო თუ არა შესაძლო განვითარებულიყო ცხედარზე? აი ეს ერთი არგუმენტი მთლიანად ანგრევს იმ თეორიას, რომ 4 დღე ეს ადამიანი იმყოფებოდა წყალში და 4 დღის გარდაცვლილი იყო, - ასკვნის მარიამ ჯიშკარიანი.

დაკავებული ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები ამბობენ, რომ ენდობიან თუ არა ისინი სამხარაულის დასკვნას, იტყვიან მხოლოდ მაშინ, როდესაც სამხარაულის ბიურო საბოლოო შეფასებას დადებს, რადგან მათ ახალი ექსპერტიზა აქვთ ჩასატარებელი. ისინი ითხოვენ, რომ ბრალდებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა, რადგან გაგნიძეს, სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მას მონაწილეობა არ მიუღია. ამ თხოვნით დღეს გაგნიძის უფლებადამცველები საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ.

"თავად უნდა დაადასტუროს, რომ ის ჩვენება, რაც გამოძიებას მისცა, არის სწორი და ადგილზე ახსნას ყველაფერი, რა ადგილამდე მივიდა, ვინ სად იდგა", - ამბობს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის უცხოელი კრიმინალისტების შეფასებაზე განმარტებები საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ გაკეთებულა. გამომძიებლებმა სამხარაულის ბიუროს შემთხვევის ადგილზე დამატებითი, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართა. "მთავარისთვის" ცნობილია, რომ ეს ექსპერტიზა დღეს უნდა დაიწყოს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

წყარო: "მთავარი არხი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42