19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მმოცული მკვლელობა - ცნობილი ხდება საქმის მასალებში არსებული კიდევ ერთი მიმოწერა.
ერთმანეთს მოწმე, დიჯეი კოკო, იგივე კონსტანტინე ღიბრაძე და მისი მეგობარი გოგო ესაუბრებიან. მიმოწერიდან ჩანს, რომ 18 ივნისის ნარეკვავზე ე.წ. ნახალოვკელები სპეციალურად ავიდნენ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გასწრებოდნენ.
მიმოწერისას გოგო ამბობს, რომ იციან ვინ გაეკიდა გიორგი შაქარაშვილს და ისიც, თუ ვინ "გამოიძახა ნახალოვკელები". კონსტანტინე ღიბრაძე მიმოწერაზე პასუხობს, რომ არ იცის რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდათ მასთან ან გიორგი შაქარაშვილთან.
- ბევრი ვერსიები გვაქვს ჩვენ...
- როგორც გავიგე ვიღაცეებში, შელაპარაკების ნიადაგზე ...ჩვენ არ ვყოფილვართ მანდ. მანამდე იყო უბრალოდ შენიშვნები. მე მითხრეს მთვრალებმა ეე, დიჯეიო და ავუხსენი მეთქი მეც იუბილარის ახლობელი ვარ-თქო. არაფერი რამე ზედმეტი
- არ იცნობდი იმათ ხო?
- ნახალოვკელებს არა. მოკლედ გადაეკიდნენ ვახოს და ანაც შეიყვანეს შეცდომაში.
- ისიც ვიცით ვინ გამოიძახა ეგ მკვლელები და ისიც დაისჯება სხვათა შორის . ისიც გაეკიდა გიოს.
- აი, პროსტა ვერ ვხვდები რა ინტერესი ქონდათ ჩვენი ან გიოსი - ვკითხულობთ მიმოწერაში.
მცხეთაში განვითარებულ მოვლენებზე დღეს, ისაუბრა საქმის ერთ-ერთი მოწმის, არასრულწლოვანის ადვოკატმა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აგარაკზე, პირველ კონფლიქტში მონაწილეობდა და მან გამოძიებას ინფორმაცია გუშინ მიაწოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი "შეცდომით" ცემეს.
"როდესაც იწყებს სიგარეტის მოწევას, უცნობი პირები მას უკნიდან ურტყამენ. ნამდვილად არ იცნობს, გარდა ამისა ყველამ ვიცით, რომ იქ ახალგაზრდები ცოტა ნასვამები იყვნენ, ღამის საათები იყო და ვერ იხსენებს ვინ იყვნენ ეს პირები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩიქოვანი წამოვიდნენ თბილისში" - თქვა ადვოკატმა ანა ჟღენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






