ცნობილია, რომ გლდანში, პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კანდიდატს, ნიკა მელიას მმართველი გუნდი ლევან კობიაშვილს უპირისპირებს, კალაძის მეგობარი და ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, „მთავარის“ ინფორმაციით, წინააღმდეგი იყო, თუმცა კახა კალაძის თხოვნაზე უარი ვერ თქვა.
გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთ ძლიერ კანდიდატს შალვა ნათელაშვილს კონკურენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაუწევს.
მოქმედი მინისტრის გარდა ოცნება ყოფილ მინისტრებსაც რთავს საარჩევნო მარათონში და დედაქალაქში, საბურთალოს ოლქში დავით სერგეენკოს „ლელოს“ კანდიდატს ბადრი ჯაფარიძეს დაუპირისპირებს.
მაჟორიტარობის კანდიდატობაზე მმართველი პარტია სერგეენკოსთან ერთად აამირან გამყრელიძეს განიხილავს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცდენტრის დირექტორისგან პასუხი ქართულ ოცნებას ჯერ არ მიუღია.
რაც შეეხება ვაკეს, ,"მთავარის" ინფორმაციით, იქ ოპოზიციის კანდიდატის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ მმართველი გუნდიდან სავარაურდოდ ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იბრძოლებს, რომელიც კობიაშვილის მსგავსად კალაძის ლობირების ქვეშაა.
კალაძის ინტერესში შედის ასევე ილია წულაიას მაჟორიტარობა, რომელიც დიდუბე/ჩუღურეთის ოლქში განიხლება, აქ გია ვოლსკის პარტიის ძველი გუნდი ლობირებს.
რაც შეეხება სამორის ოლქს, აქ ლევან ხაბეიშვილს სოზარ სუიბარი დაუპირისპირდება, ხოლო ისნის საარჩევნო ოლქში გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ ქართული ოცნება მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს დააყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






