მარნეულში სუს-ის გააქტიურება ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს - სოფო შამანიდი
პოლიტიკა - 13:11, 18 Jul, 2020     1074

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მოდულის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და მარნეულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ხნის წინ აღძრა საქმე რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლით. გამოკითხა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის აქტივისტი სამირა ბაირამოვა, უფლებადამცველი თამთა მიქელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია„ჯეირათის“ თავმჯდომარე, ზუმრუდ ყურბანოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდმირთაგი ასადოვი, მარნეულელი მასწავლებელი, ელვირ ჰასანოღლუ, ასევე მარნეულის საკრებულოს დეპუტატები.

“ლელო საქართველოსთვის ლიდერის, სოფო შამანიდის თქმით, აღნიშნული ძალების გააქტიურება ბადებს ეჭვს, რომ მათი ქმედება შეთანხმებულია ხელისუფლებასთან და რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ხელისუფლების ხელდასმით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“საქმე, რომლის გამოც ეს ხალხი იყო დაბარებული, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო აგორებულ კამპანიას ეხებოდა. მიუხედავად სუსის თითქოს და “კეთილი” ზრახვებისა, მარნეულში შუღლის გაღვივების მცდელობები ისევ გრძელდება, თანაც ღიად, აქციებით.

ამჯერად ბოლშევიკ ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან ერთად ქართული მარში და პრიმაკოვის ფონდი ითხოვენ.

რა ამოძრავებს რუსული მარშის ქართულ ვერსიას და იმ ფონდს, რომლის დამფინანსებელი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, კრემლის წინ, წითელ მოედანზე, არც მეტი, არც ნაკლები, ლენინი განისვენებს და რომლის დღევანდელი მეთაურიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს :

ეძებონ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედი მართული და დესტრუქციული ძალები არა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ ფსევდოპატრიოტულ ძალებში, რომლებიც, პატრიოტულ ნიღაბს ამოფარებული, ქმნიან დაძაბულობას იქ, სადაც ეს ბუნებაში არ არსებობს.

- აღკვეთონ ამ დესტრუქციული ძალების ქმედება, გამოიძიონ, საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და ვის ინტერესებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ძალების გააქტიურება მაშინ, როდესაც ჩვენს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა,” - განაცხადა სოფო შამანიდმა.

ლელოს” ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და აცხადებს, რომ მათი პირდაპირი მოვალეობაა ჯაშუშების გამოვლენა, საქართველოს კონსტიტუციური სუვერენიტეტის დაცვა და ეროვნული და ეთნიკური შუღლის გაღვივების ხელის შეშლა, თუმცა ამას არ აკეთებენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42