ხელისუფლებამ გადაწყვიტა ოქრუაშვილის საქმე "გააცოცხლოს" - ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
პოლიტიკა - 11:28, 18 Jul, 2020     964
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არღვევს.
მათი თქმით, ივანიშვილი ოპონენტების დაშინებას ცდილობს და მის მოწინააღმდეგეებს დაკავებით ემუქრება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება. გარდა ამისა ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება საერთო ეროვნული ამოცანაა. სწორედ ამ მიზნითაა მოტივირებული დემოკრატიული ოპოზიცია და ეს იყო 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებითა და ბესიკ თამლიანის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროებიდან გამოშვებით, სიტუაცია ნაწილობრივ განიმუხტა თუმცა გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.

ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“. ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა. ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება.

8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, სწორედ ამის გამო ანიჭებენ საკვანძო მნიშვნელობას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. ამიტომაა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ, განხილულ დოკუმენტში მკაფიო მოწოდება რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს ხოლო საგანგებოდ ხაზგასმულია რომ ოქრუაშვილისა და უგულავას საპატიმროდან გამოშვება, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას. ეს მეთოდები მას ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს, მაგრამ ქვეყანას რისკებს უზრდის და ზიანს აყენებს. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა კი 2020 წლის არჩევნების დასრულებისა და ივანიშვილის ძალაუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორების შემდეგ, ამგვარი პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულება" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, „ გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები, „ახალი საქართველოსთვის“, „ემსახურე საქართველოს“, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, რესპუბლიკური პარტია „კანონი და სამართალი“, „ახალი საქართველო ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, ედპ, ენმ, „ლელო“, „ თავისუფალი დემოკრატები“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42