"ვაპირებ წარმოვადგინო დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება შაქარაშვილის დედასთან..." - ელისო კილაძე
ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შაქარაშვილის დედის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება.
"ცხადია,შვილმოკლულ დედასთან არანაირ პაექრობას არ ვაპირებ,გამოძიებიდან წარმოგიდგენთ დოკუმენტს,რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ დედასთან!გადაცემის მერე დავდებ ამ დოკუმენტს აქაც-და ცხადზე ცხადი გახდება როგორ მიდიოდა გამოძიება !ვისაც უნდა ენდოს ასეთ გამოძიებას !მე არ ვენდობი!" - წერს ელისო კილაძე.
ცნობისთვის, 17 ივლისს შაქარაშვილის დედამ მიმართვა გაავრცელა.
"ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი. მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა“ ჩუმად წამოიღო“ გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ "საზოგადოებრივ გამომძიბლებს" მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!" ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია? რომელიერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი... და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ? ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?! რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?! იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და დღემდე გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს, ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა", - წერს გიორგი შაქარაშვილის დედა.
მასალის გამოყენების პირობები
კილაძე აანონსებს, რომ გამოძიების მასალებიდან გამოქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც დედასთანაა დაკავშირებული და ამით ცხადი გახდება თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა