„პრეზიდენტი რომ ხარ და ამბობ ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი ვარო და მერე იქვე ეუბნები სახალხო დამცველს, ჩემს უფლებებს არ იცავო
აქვე პრეზიდენტი ამბობს რომ ჩემს მიმართ მუქარა განხორციელდა და დაისაჯნენ პირები და რატომ არაფერი თქვა სახალხო დამცველმაო. გულწრფელად ვურჩევ პრეზიდენტს გაეცნოს ჩვენს მანდატს.
პრეზიდენტო, როდესაც სახელმწიფო ორგანოები მუშაობენ და პასუხისგებაში მიცემას ახდენენ პირის, ეს ნიშნავს რომ ადამიანის უფლებები არ ირღვევა. როცა არ მოხდება ეს, მაშინ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის ჩარევა.
ეს განცხადება იმ სამწუხაროდ კამპანიის გაგრძელებაა, რომ სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას თანამდებობის პირები კრიტიკისგან. ძვირფასებო ძლიერნო ამა ქვეყნისანო, თქვენ უნდა აიტანოთ კრიტიკა (მათ შორის მძაფრი) და როცა მთავარსარდლები ხართ, საშველად სახალხო დამცველს არ უნდა უძახდეთ. სახალხო დამცველი არსებობს ადამიანის უფლებების დასაცავად და ადამიანის უფლებებში არსებობს ადამიანი ერთ მხარეს და მეორე მხარეს სახელმწიფო (2x2=4)“ - წერს გიორგი ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






