კეზერაშვილსა და ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა
საზოგადოება - 18:15, 15 Nov, 2013     1786

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დაკავების და შემდგომი ექსტრადირების მიზნით ინტერპოლის წითელი ცირკულარები გამოიცა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ, 22.09.1978 წელს დაბადებულ დავით შოთას ძე კეზერაშვილსა (კონტროლის ნომერი A-7217/11-2013 და A-7218/11-2013) და 27.07.1972 წელს დაბადებულ ზურაბ შალვას ძე ადეიშვილზე (კონტროლის ნომერი A-7203/11-2013). 
დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – ფულის გათეთრება, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 25-144-ე პრიმა სამის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 25-145-ე მუხლით (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, დანაშაულის პროვოკაცია) და 25-369-ე პრიმა ერთის მე-3 ნაწილით (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, მტკიცებულების ფალსიფიკაცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42