როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, შეხვედრა თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა.
პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ბატონ კრისტიან ურსეს, მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, კრისტიან ურსემ არაერთხელ ითამაშა პოზიტიური როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბატონ ურსეს მხრიდან განხორციელებული აქტიური საქმიანობა.
,,რომ არა დიპლომატიური კორპუსის აქტიური მუშაობა და განსაკუთრებით ბატონი ურსეს თავდაუზოგავი მონდომება, ხელისუფლება უკან არ დაიხევდა და ვერ მივიღებდით იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უზრუნველჰყოფს დემოკრატიული არჩევნების წინაპირობას." - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
პარტიის ლიდერმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კრისტიან ურსე ტოვებს საქართველოს და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
თავის მხრივ ბატონმა კრისტიან ურსემ ხაზი გაუსვა იმ პროცესის განვითარებას, რომელშიც სხვა ოპოზიციურ პარტიების ლიდერებთან ერთად ჩართული იყო ნინო ბურჯანაძე და განსაკუთრებული სამუშაო გაწია შედეგის მისაღწევად, მიღებულიყო საკონსტიტუციო ცვლილებები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა მოიპოვებს დემოკრატიულ, სამართლუან არჩევნებს, შედეგი კი მრავალპარტიული პარლანენტი იქნება.
ბატონ კრისტიან ურსემ ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატებები უსურვა როგორც საპარლანენტო არჩევნებში, ასევე მომავალ საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები






