საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, ირონიულს უწოდებს. საუბარია ოკუპენტი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაზე, სადაც ლავროვის უწყება საქართველოს პროვოკაციულ მოქმედებებში ადანაშაულებს,
“ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ საქართველომ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეები. ირონიულია, რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები, როდესაც საუბარია ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე. საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფორმატი აღდგეს ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა დაბრკოლება მოდის სწორედ რუსეთისგან.
საქართველოს ცდილობს, ყველა საშუალებას მიმართოს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და უპასუხოს არსებულ ინციდენტებსა და გამოწვევებს”, - განაცხადა დეგნანმა.
მასალის გამოყენების პირობები






