ჰოლივუდის ვარსკვლავი, რიჩარდ გირი სამსახიობო პროფესიონალიზმისა და გამორჩეული გარეგნობის გარდა, იშვიათი ინტელექტითა და ბრძნული გამონათქვამებითაც გამოირჩევა.
გთავაზობთ რიჩარდ გირის გამონათქვამებს, რომლებიც მის მსოფლმხედველობას ნათლად აჩვენებენ:
"იყავით ბრიყვები, იყავით კეთილები და არაორდინალურები, თუ გინდათ იყოთ ბედნიერი!
ზოგჯერ ძალიან სენტიმენტალური ვარ, ყველაფერზე შემიძლია ვიტირო და არ ვფიქრობ, რომ ცრემლები მამაკაცის სისუსტეა.
ძალიან მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოთახში შევალ და ყველაზე უფროსი მე ვიქნები.
სამყაროს ყოველთვის ისინი მართავენ, ვისაც მართვის უფლებას ვაძლევთ.
ჩემს ასაკში ძალიან რთულია სექს-სიმბოლოს სტატუსის შენარჩუნება, ამიტომ მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ძალიან დავბერდი და არც ახალგაზრდობაში ვარგოდი რაიმეს სიმბოლოდ.
ძალიან იღბლიანი ვარ, ბევრი ჩემს ადგილას უკვე ფსკერზე იქნებოდა, მე კი, ისევ ვაგრძელებ ცურვას. ზოგჯერ მგონია, რომ სული გავყიდე, ოღონდ არ მახსოვს, ვის და როდის მივყიდე.
როცა 18 წლის გოგონები სიყვარულში მიტყდებიან, ვხვდები, რომ სამყარო საბოლოოდ შეიშალა!
დროა ამერიკის პრეზიდენტებმა გაიაზრონ, რომ ამერიკა მსოფლიო არაა.
სამწუხაროდ, დღევანდელი ბოროტმოქმედები, ყოველთვის ხვალინდელი რაინდები არიან.
ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი წარმატება მხოლოდ ჭაღარა თმის წყალობით მოვიპოვე.
ადამიანი მუდმივად არჩვეულებრივის ძიებაშია, თუმცა ყოველთვის ჩვეულებრივის პოვნით კმაყოფილდება.
დაიჯერეთ, რომ ერთ დღეს აუცილებლად ყველაფერი უკეთესისკენ შეიცვლება!
სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მიჭირს მტრის მოყვარისგან გარჩევა.
ბავშვის შეძენასთან ერთად ახალ სამყაროსაც პოულობ, რადგან ადრე ადგომას და იმ დილის ცხოვრებას ეჩვევი, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდა.
უცნაურია, მაგრამ კინოკამერას ბევრად მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე ადამიანის თვალს.
ყველაზე ძლიერი რელიგია – სიკეთეა"
მასალის გამოყენების პირობები






