"გზაში "ტოიოტა ქამრში" მსხდომმა პირებმა გური ამირხანაშვილს ფიზიკური და სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მობილურით გადაიღო" - უმძიმესი ინფორმაცია
სამართალი - 15:05, 17 Jul, 2020     27707
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში გამომძიებლები ეძებენ ტელეფონს, სადაც საქმის ოქროს მოწმის გური ამირხანაშვილის ფიზიკური და სექსუალური ხასიათის შეურაცხოფაა ჩაწერილი - სკანდალურ ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც "ექსპრესნიუსი" წერს, ლესელიძე-სენაკი თბილისის ავტობანის, არაგვის ხიდის ტერიტორიიდან, ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად 00:37 საათზე „მერსედესში“ მყოფი პირები დაესხნენ თავს, „მერსედესის“ წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე 6 წუთში „ტოიოტა ქამრი“ მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი დაზარალებული ახალგაზრდები ხიდის მიმართულებით გაიქცნენ, „ტოიოტას“ მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი გაქრა.

ხიდზე ინდიციდენტის შემდეგ ტოიოტა ქამრის ავტომობილი ჯერ თბილისისკენ წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა და დადგა იქ, საითკენაც ბიჭები გაიქცნენ. მანქანა გაჩერდა ფერად შენობასთან. სწორედ ფერადი შენობის გვერდით იმალებოდა გური ამიხრანაშვილი, რომელიც მდევრებმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა, ვახო ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, არჩილ გაგნიძემ დამალული იპოვეს. ავტომობილში ასევე იმყოფებოდა, ორი არასლურწლოვანი 17 წლის ა.ქ. და ზ.ხ.
პოვნის შემდეგ, გური ამიხრანაშვილს, არჩილ გაგნიძე და ვასილ მხარაძე სხვების დახმარებით ძალის გამოყენებით სვამენ ავტომობილში და მოჰყავთ თბილისისკენ.

"ექსპრესნიუსის" იფნრომაციით, გზაში გური ამიხრანაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც "ტოიოტა ქამრში" მსხდომი პირები ახორციელებენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამ ზეწოლას მობილური ტელეფონით იღებს. თბილისთან შემოსასვლელში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ამირხანაშვილზე ხორციელდება, სექსუალური ხასიათის ზეწოლა, რომელიც ასევე ერთ-ერთი არასრულწლოვანის მიერ გადაღებულია იმავე ტელეფონზე. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მობილური ტელეფონი საქმეში არ არსებობს და ის გამქრალია. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, გამოძიება ეძებს ტელეფონს, და ცდილობს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებეულებები მიიღოს.

ამ ზეწოლების შედეგად, გამოძიებასთან გური ამირხანაშვილი ცვლის ჩვენებებს, ამბობს, რომპირველი ჩვენების მიხედვით, ავტომობილში ამირხანაშვილის გარდა 6 ადამიანი იყო, რომლებმაც თბილისში ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს.

"როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მე მომიახლოვდა ნახსენები, მე-2 მანქანიდან გადმოსული და ჩვენსკენ გამოქცეული სამი ბიჭი, რომლებსაც მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს ისინიც გაჩერდებოდნენ. აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ."

გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება პირველად 2 დღეში შეცვალა. 21 ივნისის გამოკითხვის ოქმში ამირხანაშვილი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის შემდეგ, მას თბილისში წაყვანა შესთავაზეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ არავის უმოქმედია.

გურამ ამირხანაშვილი 21.06.2020 ჩვენება.

"როდესაც ნარეკვავის დასახლებაში არაგვის ხიდთან მომხდარი კონფლიქტის შემდგომ, როდესაც ექვსმა პიროვნებამ მე მიპოვეს ბუჩქებში დამალული, შემომთავაზეს რომ ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავყოლოდი ქალაქ თბილისში. ვინაიდან ვიყავი დაბნეული და შეშინებული, მათ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს და ჩავუჯექი მანქანაში უკანა სავარძელზე. არაგვის ხიდს როდესაც მივუახლოვდით თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, მე მათ ვთხოვე, რომ გაეჩერებინათ მანქანა და დავეტოვებინე ხიდთან რაზედაც უარი მითხრეს იმ მოტივით, რომ ღამე მარტო ვერ დამტოვებდნენ. ამიტომ მე აღნიშნული პიროვნებებისთვის კატეგორიულად არ მომითხოვია, რომ მანქანიდან ჩამოვესვი და დავეტოვებინე, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ მათ კატეგორიულად მოვთხოვდი მანქანის გაჩერებას, ისინი გააჩერებდნენ და დამტოვებდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები მე არ დამმუქრებიან და იძულებით არ ჩავუსვივარ მანქანაში, ასევე გზაში არცერთ მათგანს ჩემთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია და არც დამმუქრებიან. მე მანქანაში მჯდომ პიროვნებებს მშვიდი ტონით ვთხოვე, რომ ა-მანქანა გაეჩერებინათ. აქვე დავამატებ, რომ როდესაც თავდაპირველად ჩამსვეს ა -მანქანაში მაშინვე მითხრეს, რომ დიდუბეში ჩამიყვანდნენ და იქ დამტოვებდნენ"
მესამე ჩვენებაში , რომელიც 23 ივნისით თარიღდება, გურამ ამირხანაშვილი, ისევ მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საუბრობს, თუმცა გამოკითხვის ოქმში ჩანს, რომ მან პოლიციას არ მომხდარი დაპირისპირების შესახებ და არ მისთვის შესაძლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან იძულების გამო ატყობინებს."

23:06:2020 (ჩვენება)

"მათ მკაცრი ტონით მითხრეს, რომ დავმჯდარიყავი მათ მანქანაში , ერთ-ერთმა მათგანმა გადამხვია ხელი და ჩამსვა მანქანაში, გვერდი-გვერდ კი ორ-ორი პიროვნება მომიჯდა, რათა არ გადავსულიყავი მანქანიდან. რის გამოც, მე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მათი მოთხოვნით შესაბამისად, ჩავუჯექი მანქანაში და იმ ადგილიდან გავყევი ზემოაღნიშნულ პირებს. მე აღნიშნული ფაქტის შესახებ იმიტომ არ განვაცხადე პოლიციაში, რომ ვიფიქრე, რომ ჩემი თბილისში წაყვანით, გაქცეულ პიროვნებებს საფრთხე ავარიდე და მათ აღარაფერი ემუქრებოდათ."

საეჭვო გარემოებაა ის ფაქტიც, რომ ტერიტორია, სადაც საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, ხანძარი მეტალის დამუშავების შედეგად გაჩნდა.

უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის "მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა".

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ., ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს", - ამბობენ შსს-ში.

წყარო: ექსპრესნიუსი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42