პარტია "რეფორმერის" საარჩევნო კამპანია ხუთშაბათის ვლოგებში
პოლიტიკა - 14:34, 17 Jul, 2020     1026
წინასაარჩევნო პროცესმა სტარტი აქტიურად აიღო. ახალი პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" საზოგადოებას განსხვავებულ კამპანიას სთავაზობს - ყოველ ხუთშაბათს პარტიის სოციალური ქსელის გვერდზე "რეფორმერი" განთავსდება "რეფორმერის" ვლოგები - პარტიის წევრების საქმიანობა და სამუშაო რეჟიმი, მოლაპარაკებები, შეხვედრები, ინტერვიუები და პირადი განცდები - ყველაფერი, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები კადრს მიღმა ტოვებენ, "რეფორმერმა " გადაწყვიტა სოციალურ ქსელში დაუფარავად აჩვენოს. "რეფორმერის" კამპანიის ფორმატია რადიკალური გამჭვირვალეობა და ღიაობა, რაც ამ პარტიის საარჩევნო კამპანიის განსხვავებულობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.


პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი : ჩვენი მიზანია პროცესები გავხადოთ გამჭვირვალე. მოსახლეობამ ნახოს ყველაფერი სოციალურ ქსელში, გახდეს ამ პროცესების მონაწილე და გაუჩნდეს სურვილი ჩაერთოს პოლიტიკაში. საქართველოში, ადამიანები იმდენად დაიღალნენ პოლიტიკით, ფიქრობენ, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე, ჩვენ გვინდა ზუსტად ამ მიდგომის შეცვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რეალურად ვაჩვენოთ ადამიანებს, რას ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს სურვილი და ნება, ვუშველოთ ჩვენს ქვეყნას, იგივე სურვილი აქვს ქართველ ხალხს, ამ ნებას წინ ვერავინ აღუდგება.

გვინდა, ვლოგებით ვაჩვენოთ პროცესები, რასაც ჩვენ გავივლით საზოგადოებასთან ერთად. ისინი სოციალურ ქსელში გაგვიცნობენ და გაუჩნდებათ სურვილი, აკეთონ საქმე; ჩვენთან ერთად დაარღვიონ ის სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, რეალურად პოლიტიკა სუფთაა, როცა მას სუფთა ადამიანები აკეთებენ" - აცხადებს "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42