"მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში, საინტერესოა, როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ. ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს. მთავრობა ხმამაღლა საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული". - თქვა ვოლსკიმ.
მისი თქმით, "საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა".
"ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა - სულ სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია""- ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი.
Edison Research-ის 16 ივლისს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, პარტია ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 67%-ს, პოზიტიური კი მხოლოდ 33%-ს.
კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა მხოლოდ 39% პასუხობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები






