აღნიშნულის შესახებ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ამ ქალაქს ეკონომიკური აქტივობის მხოლოდ ერთი სფერო ჰქონდა შემორჩენილი - ტურიზმი. ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც პანდემიის დროს დაიწყო, საქართველოში ეს სფერო განადგურებულია, მაგრამ ხელისუფლებას ერთი წუთით არ უფიქრია ამ სფეროში დასაქმებული ადმიანების კეთილდღეობაზე, შემოსავალზე.
ქუთაიში სულ 3500 სასტუმროა, მათ შორის საოჯახო ტიპის ჰოსტელი, აქედან 500-ზე ნაკლებია გახსნილი და ისინი 30 %-ს დატვირთვითაც ვერ მუშაობენ. ქალაქმა დაკარგა სულ მცირე 90 მილიონის სუფთა მოგება.
იმისთვის, რომ ქუთაისს მივეხმაროთ სასწრაფოდაა გასაკეთებელი რამდენიმე რამ:
1. სასწრაფოდ შეიქმნას თავისუფალი ტურისტული ზონა და ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია, ქუთაისში მცხოვრებ ინვესტორებს გადაეცეს, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს.
2. ის ობიექტები რომლებიც ახლა მოქმედებენ, 2021 წლამდე ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდეს.
ეპიდემიასთან გამკლავება კარგია, მაგრამ ახლა ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია და ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ამის მიზეზია ის, რომ ეს ხელისუფლება ოლიგარქიულ რეჟიმზეა ჩამოკიდებული და მას მოქალაქის ბედი არ აინტერესებს. ნეპოტიზმი და კორუფცია კლავს ყოველგვარ ინიციატივას სახელმწფო სამსახურში და ხელბორკილებს ადებს ბიზნესს"- აცხადებს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






