ახალი სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მუშაობენ იმისთვის, რომ "სასწავლო გარემო იყოს ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო".
მისი ინფორმაციით, რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა შეასრულონ, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
"ერთი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რომელიც გლობალურად აღიარებულია, არის შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, შერეული სწავლება იძლევა საშუალებას, კორონავირუსი არ გავრცელდეს.
"[ეს მოდელი არის] იმისთვის, რომ აღდგეს სწავლება და სკოლებმა ფუნქცია დაიბრუნონ, მაგრამ ასეთი კონფიგურაციით - გაყოფილი კლასების დღეგამოშვებით დასწრება სკოლაში და მეორე ნახევრის ონლაინ რეჟიმში სწავლება. ეს არის ის საშუალება, რომელიც რეგულაციებს გაამყარებს ანუ ამ კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცირება და პირბადეების გამოყენების ეფექტურობა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება" - ამბობს ეზუგბაია.
მასალის გამოყენების პირობები






