ნიკა მელიას განცხადებით, ის თვეზე მეტია “ველზეა”, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შეხვდა და თეორიულადაც კი გამორიცხავს ქართული ოცნების გამარჯვებას.
“თავდაჯერებული ვარ გამარჯვებაში პირველივე ტურში. აუცილებლად გპირდებით, რომ პირველ ტურში გლდანში ოპოზიცია გაიმარჯვებს. როდესაც მხარს გიჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, ერთის მხრივ კანდიდატს არ აყენებს გლდანში და მეორეს მხრივ გეხმარებიან, ანგარიშვალდებული ხდები არამხოლოდ იმ პარტიის მიმართ, რომელსაც წარმოადგენ, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის მიმართ. რომელთა შორის არის უდიდესი განსხვავებები, მათ შორის იდეოლოგიური, მაგრამ ყველანი ერთად ვთანხმდებით 20 ივნისის შემდეგ, რომ ოლიგარქი ამ ქვეყანას არ უნდა იყოს მომჯდარი. ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მომავალი არ უნდა წაართვას.” - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას გლადნის მაჟორიტარულ ოლქში - არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს" გამოკითხულთა 35% ნიკა მელიას ასახელებს.
32% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა, 1% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხსე უარი გამოკითხულთა 32%-მა თქვა.
კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.
მასალის გამოყენების პირობები






