ცესკოს სახელს კვლავ არაკეთილსინდისიერად იყენებენ - ცესკო
პოლიტიკა - 18:51, 16 Jul, 2020     927

ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო განცხადებას აქვეყნებს.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ცესკოს სახელს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. კერძოდ, უცნობი პირები უკავშირდებიანსაოლქო საარჩევნო კომისიების ყოფილ წევრებს, მათშორის პარტიების მიერ დანიშნულებს და ცდილობენმოიპოვონ ინფორმაცია კვლავ დასაქმდებიან თუ არაისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირები უკავშირდებიან საოლქო საარჩევნო კომისიების ყოფილ წევრებს, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულებს და ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია კვლავ დასაქმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშნული ფაქტი ცესკოს სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა.

განვმარტავთ, რომ ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების წინასწარ მოძიებას არასდროს ახორციელებს და მათი შერჩევა ხდება მხოლოდ კონკურსის წესით, კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, შესაბამის პარტიებს აქვთ შესაძლებლობა დანიშნონ წევრები საოლქო საარჩევნო კომისიებში და მათ შერჩევასთან, საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინაც გაავრცელა განცხადება, ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვების მიზნით, ცესკოს სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას, ვინაიდან ნებისმიერი სახის მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42