კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა, ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 14:56, 16 Jul, 2020     566

კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა, ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი - ასე გამოეხმაურა მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნას.


ჭიჭინაძის თქმით, ირაკლი კობახიძე 2020-ის არჩევნებში "ქართული ოცნების" პოლიტიკური მესაფლავე იქნება.

„კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა, ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი და იმიტომ.

ოპოზიციისთვის კი კობახიძე მხოლოდ მისალოცია, რადგან „ოცნებამ“ ამით დესტრუქციული გზა აირჩია.

რადგან კობახიძე კოლექტიური ზარდიაშვილების ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ვინც გარდა იმისა, რომ გასაშვები ადამიანების სიებით დარბოდა პერიოდულად ივანიშვილთან, ახალგაზრდებთან კომუნიკაც კი არ შეუძლია, ისტერიკაში ვარდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენის დროს და უბრალოდ გარბის.

მოკლედ, „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა და იკითხონ მათ, ვისი ცხოვრებაც და პოლიტიკური მომავალიც პირდაპირ ივანიშვილზეა მიბმული, თორემ საქართველო ამ გაუგებარ მმართველ ჯგუფამდეც არსებობდა და მერეც იარსებებს.

რაც შეეხება დასავლეთთან მიმართებაში, აშკარაა, რომ ვიღაცები აგულიანებენ ივანიშვილს, თვითონ აშშ-შია დაპირისპირება და ჩვენთვის არ სცალიათო. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ დასავლეთს ყოველთვის სცალია ჩვენთვის!

ეს გლობალური სამყაროს ნაწილია, სადაც თავისი თამაშის წესებია და რომელსაც თავის დროზე სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი.

ამ წესების დარღვევა არ აპატიეს სააკაშვილს, მათი მეშვეობით მოვიდა ივანიშვილი და თუ ახლა დააიგნორებს, ის სერიოზულად დაისჯება.

არადა წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია...“, - დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42