ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ოკუპაციაზე საუბრის უფლება "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს, რადგან ოკუპაცია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი მედლის ორი მხარეა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსულ ოკუპაციაზე მსგავსი ტონით საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ოკუპანტებთან არიან თავად ოკუპაციის და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების შემოქმედები. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის, ერთი მხრივ, რუსული სამხედრო აგრესიის და, მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და მავნებლობის შედეგი. რუსი ოკუპანტები და დესტრუქციული ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე და როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ საქართველო ქრება რადარებიდან, საქართველო კი არ ქრება რადარებიდან, ეს მათი პოლიტიკური გადაშენების შუქცევად გზაზე მდგარი დანაშაულებრივი რეჟიმის გადმონაშთებით და ავანტიურისტებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალა დგება გადაშენების გზაზე და ის შავი ლაქა, რომელის სახითაც ისინი ჯერ კიდევ არიან პოლიტიკურ რადარებზე შემორჩენილი, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დაპატარავდება და საერთოდ გაქრება.ეს არჩევნები ამას კარგად დაგვანახებს. ოპოზიციის განცხადებები არიას უსაფუძვლო. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკმაოდ ქმედუნარიანად და აქტიურად ამ ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. არაერთი პრაქტიკული ნაბიჯია გადადგმული მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, ადგილზე გადადგმული მანიჯები საერთაშორისო ზეწოლის ინსტრუმენტების და შემზღუდავი ზომების თვალსაზრისით. რუსული აღიარების პოლიტიკამ, იცით, რომ სრული კრახი განიცადა და ამ მიმართულებით სრულიად წარუმატებელია. ოპოზიციის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
ზოგადად,რეგიონში არსებული პრობლემები საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონის სახელმწიფოებზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია, ის ამოცანები, რაც არსებობს, აუცილებლად გადაიჭრას მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური გზით, რაც შედის როგორც ჩვენი მეზობლების, ასევე მთლიანად რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებში", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






