“ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის
პოლიტიკა - 13:08, 16 Jul, 2020     571

16 ივლისს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა გრიგოლ გეგელიამ და ლანა გალდავამ ბრიფინგი გამართეს, სადაც აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოხატავენ, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული.

„ლელო საქართველოსთვის“ ემხრობა მშვიდობას, დემოკრატიას და განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონფლიქტების გასაღები სახელმწიფოთა და ხალხთა შორის მშვიდობიან, მომავალზე ორიენტირებულ, რაციონალურ დიალოგშია და არა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი გაღვივების საფუძველი შეიძლება გახდეს. ვაფასებთ კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფოსადმი და ვესწრაფვით იმ მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების გამყარებას, რომელიც აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვაკავშირებს, “ -განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

“ლელოს” ლიდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს პროაქტიული პოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული ჩვენს რეგიონში სტაბილურობაზე,რადგან ჩვენ, ამ რეგიონის მკვიდრ მშვიდობიან, დემოკრატიულ მოსახლეობას, ყველაზე კარგად გვესმის ქაოსის საზარელი შედეგები. აქვე შეშფოთებით შევნიშნავთ,რომ მიმდინარე დაპირისპირება ემსახურება მხოლოდ გარე ძალთა პოლიტიკურ ინტერესებს და უარყოფს მშვიდობისმყოფელი სამხრეთ კავკასიელ ხალხთა დემოკრატიულ მიზნებს და განვითარების სულისკვეთებას.

“ლელო საქართველოსთვის“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო აქტიურად და სრულყოფილად ახდენდეს თავისი პოტენციალის რეალიზებას რეგიონალურ პოლიტიკაში და უზრუნველყოფდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის,”- განაცხადა გეგელიამ.

“ლელოს” ლიდერი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ არსებულკონფლიქტი რუსეთის ინტერესებში შედის და მხარეებმა, საქართველოს ჩართულობით, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა დაასრულონ.

“ ჩვენი პოზიცია იყო და არის მშვიდობიანი ურთიერთობა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. “ლელო” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იტვირთოს მოდერაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას მხარეები და არ დაუშვას სიტუაციის გამძაფრება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია კავკასიის რეგიონში, “ - განაცხადა ლანა გალდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42