Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 72% - ქვეყნის წინაშე მდგომ მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.61% ასახელებს სიღარიბეს; 48% - მზარდ ფასებს; 26% - ოკუპირებულ ტერიტორიებს; 16% - ჯანდაცვას; ასევე 16% ასახელებს კორონავირუსს, როგორც მნიშვნელოვან პრობლემას. შემდეგ მოდის განათლება (12%), კანონის უზენაესობის ნაკლებობა (10%); კორუფცია (8%); გარემოს დაცვის პრობლემები (4%); მედიის თავისუფლება (1%).
გამოკითხვა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკიხა საქართველოში მცხოვები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.
წყარო: ფორმულანიუსი
მასალის გამოყენების პირობები






