გაივლის თუ არა ზალკალიანი კარანტინს ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ? - გიორგი კანდელაკი მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 12:36, 16 Jul, 2020     740

"ევროპული საქართველო"ს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მიმართავს გაივლის თუ არა 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს დავით ზალკალიანი მას შემდეგ, რაც ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდება.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოდიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

"თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომ. რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან შედარებით, მით უმეტეს, რომ ის იმყოფებოდა გაუმწვანებელ ქვეყანაში". - თქვა კანდელაკმა.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არა ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს და ამას ის არგუმენტები ამყარებს, რომ ფაქტობრივად, ფრენები აღდგენილი არ არის, კომპანია Wizz Air-ს არჩევნებამდე (31 ოქტომბრამდე) უარს ეუბნება ფრენების დაწყებაზე, ამასთან, Air Baltic-ს, მატთვის სასურველი კვირაში 3 ფრენის ნაცვლად, მხოლოდ ერთ ფრენაზე აძლევს ნებართვას.

"გუშინ განცხადება მეც გავაკეთე და გიდებსაც ჰქონდათ საპროტესტო აქცია, გაკეთდა განცხადება მთავრობის მავნებლობებზე. ეს განცხადებები, ზრდილობის გამოც კი, არავის უარუყვია. ჩვენ შეგვიძლია, შევაჯამოთ ეს ყველაფერი, მივიღოთ მთავრობის დუმილი დასტურად, რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე და ჩვენ ხელში შეგვრჩება ფორმალური გახსნის ფონზე ძალიან ცოტა, ძალიან ძვირი ფრენები და დე ფაქტო, საქართველო დარჩება ჩაკეტილი არჩევნებამდე.

ტურიზმის სფეროში შემოსავლები შემცირებულია 97%. ამ გაჯიუტებით და გაჯიქებით მთავრობა ათეულობით ათას ადამიანს ეუბნება, რომ ისინი განწირულები არიან შიმშილისთვის". - თქვა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42