"კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე" - სერგი კაპანაძე რომან კაკულიას
პოლიტიკა - 12:13, 16 Jul, 2020     650

ამას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას.

კაპანაძის თქმით, კანონპროექტში მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომპანიებში დროებითი მმართველის შეყვანა სასამართლოს გვერდის ავლით მოხდება.

"ამ კანონში იმდენი პრობლემაა ჩადებული, რომ მისი გასწორება რაღაც მუხლების რედაქტირების გზით, წარმოუდგენელია. მთავარი პრობლემა რჩება ის, რომ კომუნიკაციების კომისია იღებს ფუნქციას, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიაში სხვადასხვა მიზეზით შეიყვანოს დროებითი მმართველი და იქ ეს მმართველი უვადოდ დატოვოს. რაც მთავარია, ამას აკეთებს სასამართლო კონტროლის გარეშე. ასეთი მექანიზმი კიდეც რომ იყოს საჭირი, თეორიულად რომ დავუშვათ, მაშინ ეს ნორმალურ ქვეყანაში ხდება შემდეგნაირად: მარეგულირებელი მიდის სასამართლოში და მან უნდა მისცეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება. აქ პირიქით ხდება, კომისიას თვითონ შეჰყავს. რა თქმა უნდა, ჩვენთან სასამართლოსაც არავინ არ ენდობა, მაგრამ ყველანაირი კონტროლის და მექანიზმების გარეშე მარეგულირებელი იღებს ფუნქციას, შევიდეს ნებისმიერ კომპანიაში. ამიტომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივად დახვეწა შეუძლებელია. კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ყველაფერზე ხელისმომწერად ჩამოყალიბდა, ამ კანონპროექტის სწრაფად მიღების ამოცანა აქვს. ამას შედეგი ექნება ერთადერთი: ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემცირდება ინვესტიციები, კომპანიები დაზარალდებიან და სახელმწიფო მოიპოვებს კონტროლს. ამას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც," - განაცხადა კაპანაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42