სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევა გამოავლინა.
“გამოძიება დავიწყეთ დაუყოვნებლივ და ჩავატარეთ ასეულობით საგამოძიებო მოქმედება იმისათვის, რომ დაგვედგინა სიმართლე, ჭეშმარიტება. მტკიცებულებების საფუძველზე, ვის მიმართაც შეიკრიბა მტკიცებულებები და საკმარისი იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პროკურატურამ ეს დაიწყო. ამის პარალელურად დავინახეთ სხვა პოლიციელთა ქმედებებში დისციპლინური დარღვევები, მივმართეთ შსს-ს წინადადებით, განეხილა მათი საკითხი. ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს ალბათ, შსს”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. ამ დტოსთვის საქმეზე მხოლოდ ერთი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. სირაძის ოჯახი ამბობს, რომ ძალადობაში დიდუბის განყოფილების სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






