გური ამირხანაშვილი მეხუთედ გამოძიებამ 9 ივლისს სავარაუდოდ დიდუბის ეპიზოდზე გამოკითხა, თუმცა 18 ტომად ქცეულ საქმეში დაკითხვის ოქმი არ დევს.ადვოკატებს ეჭვი აქთ, რომ ამირხანაშვილს გამოძიებამ კითხვები დაუსვა თუმცა ეს ჩვენება საქმის მასალებში ვერ მოხვდა.
"ის გამოკითხულია დავუშვათ 9-ში ხომ? ამას საქმეში ვერ ჩადებენ 25-ში. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ან გამოკითხულია, ან შეიძლება გამოკითხეს და მერე ჩათვალეს, რომ ეს ჩვენება უვარგისია და შესაბამისად ანულირება გაუკეთეს" - აცხადებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.
იურისტთა ნაწილი ვარაუდბს, რომ გამოძიებამ ამირხანაშვილს კითხვები აერთოდ არ დაუსვა და ამირხანაშვილი ხელახლა არ გამოკითხა.
"რომ გამოკითხულიყო, აუცილებლად იქნებოდა ეს საქმეში. მგონია, რომ არ გამოკითხულა და სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ან უბრალოდ გასაუბრებაზე იყო" - ამმბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
ფეხბურთელის საქმის მასალებში შაქარაშვილის მეგობრების ჩვენებებია, სადაც ისინი ყვებიან, რომ გურამ ამირხანაშვილმა "ტოიოტას" მარკის ავტომობილით, მისი ნების საწინააღმდეგოთ თბილისში წაყვანა დაადასტურა. მოგვიანებით კი ეს ყელაფერი ოქროს მოწმემ გადათქვა. გამოძოების ხარვეზებზე საუბრობდნენ დღეს დაკავაებული არასრულწლოვანის ოჯახი და ადვოკატი. საბედისწერო წვეულების ღამეს, მასზე მიყენებული დაზიანებები ექსპერტიზას დღეს უნდა შეესწავლა, თუმცა მათ ისე რომ არაფერი იცოდნენ დაკავებული სხვა საპატიმრო დაწესებულებაში დახვდათ გადაყვანილი. უცნობია ისიც თუ რატომ აჭიანურებს ამირხანაშვილის მიერ, დაკავებულის ამოცნობის პროცესს გამოძიება.
„2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით ღამის ორ საათზე გურამ ამირხანაშვილმა მომწერა და მითხრა, რომ წვეულებაზე მოხდა დაპირისპირება, თუმცა მასში გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი არ მონაწილეობდნენ. გურამი მომიყვა, რომ ვერ დაინახა, სად წავიდა გიორგი - რადგან გიორგი არ გამოჩნდა დილით 08:30-მდე, ამირხანაშვილი დაუკავშირდა დედამისს და აცნობა მომხდარის შესახებ.
მე, დედაჩემი, გიორგის დედა, და, გურამ ამირხანაშვილი და გიორგის მეზობელი წავედით მცხეთის მიმართულებით გიორგის მოსაძებნად. მივედით აგარაკზე და იქ, სადაც გაიქცა გიორგი. ჩვენ მდინარის ნაპირზე მისასვლელ ბილიკზე არ ჩავსულვართ", - ამბობს ოლეგ ბობოხიძე.
გიორგი შაქარაშვილის კიდევ ერთი მეგობარი კი ამბობს, რომ გურამ ამირხანაშვილის მონათხრობზე დაყრდნობით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია მდევრების აკიდებისა და ამირხანაშვილის დამალვის შესახებ. გოგავა ამბობს, რომ ამირხანაშვილი „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებმა ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს თბილისში.
„ავტომობილი მოვიდა, მათ წინ შეჩერდა, რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გიორგი, გურამი და მათი თანმხლები გაიქცნენ ხიდის მიმართულებით. გურამის გადმოცემით, ის მეორე მხარეს გადავიდა - უკან მიჰყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ბოლო მომენტში როცა დაინახა, შაქარაშვილი ხიდის ქვეშ მიმავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა.
გურამი მალევე იპოვეს მდევრებმა და ჰკითხეს, სად წავიდნენ დანარჩენები. შემდეგ ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ", - ამბობს ლუკა გოგავა.
გამოძიების ფარგლებში გური ამირხანაშვილს დაკავებული ზ.ღ ჯერ კიდევ არ ამოუცნია, რომელსაც მასზე განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების შეზღუდვას ედავებიან.
დღეს დაკავებულისთვის სხეულის დათვალიერება უნდა ჩაეტარებინათ. ექსპერტებს უნდა ენახათ რა დაზიანებები მიიღო მან 19-ივნისს, ხიდებთან მომხდარი დაპირისპირების დროს, თუმცა ე.წ მატროსოვის ციხეში მისულ ექსპერტებსა და ადვოკატს არასრულწლოვანი გლდანის ციხეში დახვდათ გადაყვანილი.
"მოვედით აქ, რომ უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა არც გამოძიებას ინფორმაცია და არც კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინეს ეს ინფორმაცია და არც დაცვის მხარეს. რომ არასრულწლოვანი გადაიყვანეს ნომერ მერვე დაწესებულებაში და აქ არ არის. შესაბამისად, დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება ვერ მოესწრება რეალურად იმიტომ რომ ვერ მოვასწრებთ ციხეზე შესვლას და ხვალ მოგვიწევს გლდანის მერვე საპყრობილეში შესვლა", - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.
მასალის გამოყენების პირობები






