შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს
პოლიტიკა - 18:06, 15 Jul, 2020     2974

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.

როგორც მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, გაგნიძეს ამ ექსპერიმენტით იმის გამორიცხვა სურს, რომ „ტოიოტა ქემრის" მგზავრები შაქარაშვილს გაეკიდნენ.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს - მხოლოდ „სწრაფი ნაბიჯებით" გაჰყვნენ.

„კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება ხუთ წუთს. შეუძლებელია ამ დროში, რა ვერსიაც არსებობს, რომ წყალში ჩაიყვანა ვინმემ ან ჩაიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რეალური იყოს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი - რამდენად რელევანტურია, რომ ხუთ წუთში სცემდნენ კიდეც და წყალში ჩაიყვანდნენ.

გაგნიძე აღნიშნავს, რომ გაკიდება არ ყოფილა. იყო გადასვლა სწრაფი ნაბიჯებით. გაკიდება არ ყოფილა", - ამბობს კობაიძე.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის მორაგბე არჩილ გაგნიძეც.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა განზრახ მკვლელობაზე ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.

წყარო: formulanews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42