ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების;" თავმჯდომარის ნეგატიური რეიტინგი ძალიან მაღალია.
"გააჩნია რას ვეძახით "მაშველ რგოლს"? თუ რესურსებს ვგულისხმობთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის არის ძალის ცენტრი . იქნება თუ არ იქნება ის საარჩევნო სიაში, ფაქტია, რომ ივანიშვილია "ქართული ოცნების" 100%-იანი აქციების მფლობელი. ამიტომ ამ ფორმალურ ნაწილს რატომ ექცევა ასეთი ყურადღება მე არ მესმის.
პირადად ივანიშვილისთვის სასურველის, მოხდეს მისი ლეგალიზება ქართულ პოლიტიკაში, იმისთვის, რომ თავი დაიზღვიოს სამომავლოდ უსაფრთხოებასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან რაზეც ბევრი საუბარია ბოლო პერიოდში.
რაც შეეხება ნდობის მანდატს, ეს ბევრჯერ არის გაზომილი და ვხედავთ, რომ მისი ანტი რეიტინგი, ბევრად აჭარბებს მის პოზიტიურ რეიტინგს"- აცხადებს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






