"ჩვენი მთავარი ამოცანაა ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებაა, ვინც ამ ერთობას დაარღვევს, ოლიგარქის წისქვილზე დაასხამს წყალს, თუმცა ესეც დიდი დანაკლისი არ იქნება" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 14:46, 15 Jul, 2020     677
ემუქრება თუ არა გაერთიანებულ ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" დაშლა და რა ხდება ოპოზიციურ ერთობაში? "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე და ოპოზიციური ერთობის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ "ძალა ერთობაშიას" დაშლა არ ემუქრება და პირიქით, გაერთიანებაში ახალ პოლიტიკურ პარტიებსა და ახალ სახეებს ვიხილავთ:

"გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი შენარჩუნდება. უფრო მეტიც, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ გაფართოვდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ კოალიციის სიძლიერე არის ის გამოცდილება და ის ახალგაზრდული ენერგია, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიაში ბლომად იქნება წარმოდგენილი და საზოგადოების წინაშე წარმოჩნდება.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ერთი ამოცანა გვაქვს - პრორუსული ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის სახით ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს. ამ ამოცანის დასაძლევად, ერთადერთი ალტერნატივა "ძალა ერთობაშია" და ამ გაერთიანების გარშემო გარკვეული მითქმა-მოთქმა, კითხვის ნიშნები ლოგიკურია, რომ არ ჩნდებოდეს ალბათ შემცბარი ვიქნებოდი, მაგრამ გპასუხობთ - ძალა ერთობაშია კიდევ უფრო გაფართოებული, გაძლიერებული, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებით გაძლიერებული წარდგება ამ არჩევნებზე"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

კითხვაზე, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ გაერთიანებაში შემავალი სუბიექტები საარჩევნო სიაში იმაზე მეტ ადგილს ითხოვდნენ, ვიდრე ეს შეთანხმებაში დევს, ედპ-ს ლიდერმა თქვა, რომ კულუარულ საუბრებზე კომენტარის გაკეთება მიზანმიმართულად არ მიაჩნია.

"გარკვეული იდეების გარდა პოლიტიკაში არის პრაგმატული, რაციონალური საკითხები, რომელსაც ძირითადად კულუარებში ექცევა ყურადღება. თუმცა ის რაც კულუარებში ხდება, კულუარებში უნდა დავტოვოთ. გეტყვით მხოლოდ ერთს, ის შეთანხმება, რაც გაფორმდა პარტიებს შორის, რომლებმაც დააფუძნეს "ძალა ერთობაშია" ეს ხელშეკრულება ძალაშია. მის დარღვევას არავინ აპირებს და თუ ვინმე დაარღვევს, ამით ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, თუმცა დიდი დანაკლისი არ იქნება "ძალა ერთობაშიასთვის" მსგავსი პოლიტიკური პარტიის გასვლა, ვინც პირობას დაარღვევს. ასე რომ შეთანხმება ძალაში რჩება და ბევრი სასაუბრო და სავაჭრო ჩვენ არ გვაქვს. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მივიღეთ"- განმარტა ქარდავამ.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, და იქნება თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სიის ათეულში, ქარდავამ ამაზე საუბრისას თქვა, რომ მთავარია ის ივანიშვილთან ბრძოლის ავანგარდშია.

"არ მინდა ზოგად ფრაზებებად გამომივიდეს, მაგრამ არცერთ სიაში, რომც არ ვიყო, მაგრამ თუ ვიქნები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების ავანგარდში, მაშინ ჩემი ამბიცია დაკმაყოფილებული იქნება. ამ ბრძოლაში მე მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში მივიღო მონაწოილეობა"- დასძინა ქარდავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42