„თუ იქნება ქართველი ხალხის ნება, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალოს, თუ ჩვენი საზოგოადება დაირაზმება და აქტიურად მივლენ საარჩევნო უბნებზე, ბიძინა ივანიშვილს ვერანაირი მის ხელთარსებული ბერკეტი ვერ გადაარჩენს“ - აღნიშნულის შესხებ „ნიუპოსტთან“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საუბრობს.
„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი საზოგადოება დააღალატა და ეს ნათელია. მთელი ამ 8 წლის განმვალობაში, ის ადმაინები, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა არჩევნებზე მხარს უჭრდნენ გაწბილებულები არიან, რადგან ეს წლები ჩვენი ქვეყნისთვის უკუსვლის წლები იყო ყველა მიმართულებით. თუ შევხედავთ ციფრებს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით, ამას ადვილად დავინახავთ. ქვეყანაში მოიმატა უმუშევრობამ, გაჭირვებამ, ფასებმა, ლარის კურსი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, კრიმინალმა და კორუფციამ წარმოაუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. საზოგადოებაში იმატა უიმედობის განცდამ , რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას.
ბიძინა ივანიშვილს არანაირი შანსი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ქართული საზოგადოება მივა საარჩევნო უბნებზე და თავის აზრს გამოხატავს. რა თქმა უნდა, ის ეცდება გამოიყენოს ყველა ბერკეტი. მათ შორის შავი ფული, კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ხელისუფლებასთან და პოლიციასთან არიან შეკრულები, ეცდება მოქალქეების დაშინებას, მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მის ხელშია, მაგრამ თუ ქართული საზოგადოება დაირაზმება და არჩევნებზე დიდი რაოდენობით მოქალაქე მივა, ეს ყველაფერი ივანიშვილს ვერ უშველის.“
მასალის გამოყენების პირობები






