„რეალურად, სიტუაცია შემდეგია - გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის საარჩევნო სტრატეგიის საკითხი, იმ გუნდის საკითხი, რომლითაც უნდა წარვდგეთ საზოგადოებასთან. როგორც იცით, უფრო დიდი ბლოკი არსებობს მაჟორიტარული კოალიციის თვალსაზრისით და თანამშრომლობა ყველა შემთხვევაში იქნება ყველა პარტიას შორის და ერთმანეთზე თავდასხმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს და უნდა ავიღოთ ვალდებულება, რომ ბიძინა ივანიშვილს ბლოკს არ შეუქმნის პარლამენტში შესვლის შემდეგ. ასევე, დღევანდელი კანონმდებლობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულმა სუბიექტებმა დამოუკიდებლადაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს...
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი, რადგან ხალხი გაუგებრობას და გაურკვევლობას ხმას არ აძლევს. ამის გამოკვლევის საუკეთესო საშუალება სოციალური კვლევის ჩატარებაა. მეორე კომპონენტია, რომ ახალ პროფესიონალებს, ახალ სახეებს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში. თუ ამ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდება, ამაშიც ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს. ვინმემ დატოვოს გაერთიანებული ოპოზიცია, ეს არასწორი განაცხადია. სტრატეგიულად შეიძლება მივიღოთ განსხვავებული გადაწყვეტილება - პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიყოთ არჩევნებში, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე რამეს ტოვებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






