"მთავრობის სურვილია, რომ Wizz Air-მა არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს" - გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 12:14, 15 Jul, 2020     610

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობა Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს. როგორც ის ამბობს, ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს არაოფიციალურად განუცხადა, რომ ავიაკომპანია გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე ვერ იფრენს, ბალტიის ქვეყნებზე კი პასუხი ჯერაც არ აქვთ.

"მთავრობის სურვილია, რომ ჩვენი ტურიზმისა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, როგორიც Wizz Air-ია, არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს. მთავრობა გვიმტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. სინამდვილეში, მათი გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია, რაც შიმშილისთვის წირავს ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს", - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის ინფორმაციით, ავიაკომპანია ეარ ბალტიკს რიგაში კვირაში სამი რეისის შესრულება სურს, ეკონომიკის სამინისტრო კი ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთს თანხმდება.

"ავიაკომპანიების ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრენების სიხშირეა. არსებული აბსურდული და ბრიყვული შეზღუდვების შედეგად მივიღებთ რეალობას, როცა გვექნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენა, საქართველოს მოქალაქეები კი ვერც ქვეყნიდან გასვლას შეძლებენ და დე ფაქტო ვერც შემოსვლას მათთვის გადაადგილების შესაზღუდად აღმართული დისკრიმინაციული ბარიერების გამო", - ამბობს კანდელაკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42