შავი "ჰუნდაის" მძღოლის, ირაკლი დაფქვიაშვილის დაკითხვის მიხედვით, საბედისწერო ღამეს, არაგვის ხიდთან საბურთალოელებიც იყვნენ.
კერძოდ, საუბარია სამ ავტომობილზე, რომლებიც მცხეთის გზატკეცილზე, სისხლიანი გარჩევის შემდეგ სამის ფიგურანტებმა ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი ქათამაძემ დაიბარეს.
ერთ-ერთი ავტომობილი იყო თეთრი ფერის "პრიუსი" რომელსაც საბურთალოელი ტაქსის მძღოლი - კახა სანდოძე მართავდა.
თავად დაფქვიაშვილი ირწმუნება, რომ ის არაგვის ხიდთან ნამდვილად მივიდა, თუმცა ავტომობილიდან არც კი გადმოსულა.
როგორც ირკვევა, საბურთალოელები მცხეთაში სამი მანქანით, 4 ადამიანის ჩამოსაყვანად ჩავიდნენ.
დაფქვიაშვილისა და სანოძის ჩვენება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. კერძოდ, ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, მან როდესაც ახვლედიანი და ქათამაძე მანქანაში ჩაისვა, შენიშნა ირაკლი დაფქვიაშვილის ავტომობილი, თუმცა დაფქვიაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
საპირირისპიროს ამტკიცებს დაფქვიაშვილი. მისი ჩვენების მიხედვით, მას სანოძესთან კომუნიკაცია ჰქონდა. რომელმაც უთხრა, რომ "ბიჭები მანქანაში მშვიდობით არიან" და შეეძლო გზა გაეგრძელებინა.
"უბანში ფეხით მოვიდნენ ჩვენი უბნელები კონსტანტინე (კოკო) ღიბრაძე, ლუკა ბეჟანიშვილი და გუგა მაჭავარიანი. კოკო იყო ძალიან ანერვიულებული და მან კონკრეტულად მე მომმართა, რომ მცხეთიდან ჩამოვიდა და უნდოდა გავყოლოდი, საიდანაც ჩვენი ბიჭები იყვნენ ჩამოსაყვანები. გზაში კოკო საუბრობდა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა დაბადების დღეზე, შემდეგ მოხდა ჩხუბი და ცენტრალური გზიდან რაღაც მანქანას გამოჰყვა თბილისამდე და იქ დარჩენილი ბიჭები იყვნენ წამოსაყვანები. ახსენა ვახო ახვლედიანი. რომელიც ჩემი მეზობელია და გიორგი ქათამაძე, რომელიც 2-3-ჯერ მყავს ნანახი უბანში.
დაახლოებით 01:40 წუთზე ჩვენ ჩავედით მცხეთაში და მივედით არაგვის მდინარის ხიდთან. აღნიშნულ შენობასთან გაჩერებული იყო თეთრი "ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანა, რომლითაც სარგებლობს კახა სანდოძე, კერძოდ ტაქსაობს. მე მანქანა კახას მივუყენე გვერსდით, რა დროსაც მან მითხრა, რომ მშვიდობა იყო და რომ ბავშვები მანქანაში ჰყავდათ.
აქვე მოგახსენებთ, რომ მას გვერდით ეჯდა ჩვენი უბნელი გური იგივე გუკა დულარიძე, ხოლო უკან ლოგიკურად უნდა ყოფილიყვნენ ქათამაძე და ახვლედიანი, რადგან მათ ჩამოსაყვანად ჩამოვედით მცხეთაში და რადგან კახამ გვითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, არ დავაკვირდი თუ ვინ იჯდა უკან. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ მანქანიდან არავინ გადმოსულა. ამის შემდეგ სამივენი დავიძარით და წავედით თბილისის მიმართულებით"- წერს დაფქვიაშვილი ჩვენებაში.
მასალის გამოყენების პირობები






