დავით ნარმანია, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს, ჰენრი კერალს შეხვდა
საზოგადოება - 15:03, 15 Nov, 2013     1444

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია, სამხრეთ კავკასიაში  მსოფლიო  ბანკის  რეგიონალურ  დირექტორს, ჰენრი კერალს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს  შეხვდა. შეხვედრის მიზანს საქართველოსთან პარტნიორობის ოთხწლიანი გეგმის მომზადება და პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.

დავით ნარმანიამ სტუმრებს სამინისტროს 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც საგზაო სექტორში, ასევე მუნიციპალური და  რეგიონული პროექტების განხორციელებისას.

გამოიკვეთა სამომავლო პრიორიტეტებიც: რეგიონებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა; ინსტიტუციური განვითარება; სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება და მათი პროფესიული დონის ამაღლება.

„მსოფლიო ბანკი მუშაობს ქვეყნის პარტნიორობის მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმაზე და მნიშვნელოვანია, მასში ჩვენი სამინისტროს ძირითადი აქტივობები მოხვდეს, მითუმეტეს, რომ ჩვენი სამინისტრო მსოფლიო ბანკის პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განმახორციელებელია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ, - „ჩვენ მივაწოდეთ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პრიორიტეტები გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს გაწერილია ჩვენი სამინისტროს 2014-2017 წლების სტრატეგიაში, რომელზეც მუშაობა ახლახანს დავასრულეთ. ჩვენთვის მთავარია, მსოფლიო ბანკის მხრიდან არ შეგვიმცირდეს ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი, პარალელურად, ვიმუშაოთ რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე მნიშვნელოვანია თვითმმართველობის რეფორმის განხორიცლების პროცესში მსოფლიო ბანკის ჩართულობაც; ჩვენ ვთხოვეთ მსოფლიო ბანკს, დაგვეხმაროს ინსტიტუციურ განვითარებაში როგორიცაა -  ახალი სტანდარტების შემუშავება, პროექტების მართვის მოდულის შემუშავება და ა.შ.“

როგორც სამხრეთ კავკასიაში  მსოფლიო  ბანკის  რეგიონულმა  დირექტორმა აღნიშნა, შეხვედრამ შედეგიანად ჩაიარა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დღეს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა,“ - განაცხადა ჰენრი კერალმა, - „მსოფლიო ბანკი ამჟამად საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის განხილვის პროცესშია. ეს მოიცავს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის პროგრამას 4 წლის განმავლობაში. ჩვენთვის საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რა სფეროებია პრიორიტეტული და რომელი საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის. მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს  სამინისტროს იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.“

შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42