ირაკლი ღარიბაშვილმა მრბოლელი დათა ქაჯაია დააჯილდოვა
საზოგადოება - 14:58, 15 Nov, 2013     4492

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ერთა ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი, შსს-ს სპორტულ კლუბ “MIA FORCE“ - ის მრბოლელი დათა ქაჯაია დააჯილდოვა. მინისტრმა ჩემპიონს იარაღი გადასცა და მის სპორტულ მიღწევებზე გაესაუბრა.

დათა ქაჯაიამ ევროპის ერთა ჩემპიონატის “LEGENDS CARS CUP“-ის დასკვნითი მეშვიდე ეტაპი წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტული წელს უკვე მეორედ მოიპოვა. ჩემპიონატის ბოლო ეტაპი 19-20 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნოგაროს ავტოდრომზე გაიმართა.

ოფიციალური რეგლამენტის მიხედვით, ჩემპიონატის ტურები 3 ნაწილად მიმდინარეობს: ორი სპრინტი (20-20-წუთიანი რბოლები) და ერთი 40 წუთიანი, ენდურენს რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ დათა ქაჯაია 70 ქულით ლიდერობდა წინა ეტაპებზე მიღწეული წარმატებებით და მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო, მან ბრძოლა ამჯობინა, ორი რბოლა პირველი ადგილებით დაასრულა და ლეგენდის თასის ევროპის ერთა ჩემპიონატის “LEGENDS CARS CUP“-ის 2013 წლის გამარჯვებული გახდა.

ლეგენდის კლასის ევროპის ერთა ჩემპიონატი წრიულ რბოლაში “LEGENDS CARS CUP“ ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის და ევროპის სხვადასხვა ცნობილ სარბოლო ტრასაზე 7 ეტაპად. მასში სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე პროფესიონალი მრბოლელი იღებს მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს, რომ სპორტული კლუბი “MIA FORCE“-ის მრბოლელების დებიუტი 2012 წელს შედგა ამ კლასის სპორტულ ღონისძიებაში და დათა ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონის ტიტული აიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42