დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას სურს არჩევნების გადადება, მათ არ სურთ არჩვენებში მონაწილეობა
პოლიტიკა - 19:23, 14 Jul, 2020     795

„ოპოზიციაში იკითხება და ისინი უკვე ხმამაღლაც ამბობენ, რომ მათ სურთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ამ შემთხვევაში უკვე საფრთხე ექმნება არჩევნებს. მათ სურთ არჩევნების გადადება. ოპოზიციას არ სურს არჩვენებში მონაწილეობა. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნების პროცესი სწორად ვმართოთ, მოსახლეობის ჯანმრთელობა მივიყვანოთ ეპიდემიოლოგიურად სასურველ შედეგამდე და არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებზე საუბრისას, რომლის თანახმად 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიღებით არავითარ ანტიკონსტიტუციურობას არ ექნება ადგილი და პირიქით, სწორედ კონსტიტუციით, ხელისუფლებას აქვს პოზიტიური ვალდებულება კრიზისები მართოს სწორად და დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღება ქვეყანას საშუალებას მისცემს იცხოვროს მსუბუქი რეგულაციებით და არა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადების ეპიდემიოლოგიური საჭიროება არსებობს და თან საგანგებო მდგომარეობა მძიმეა ეკონომიკურად როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული ოჯახისათვის და თითოეული მოქალაქისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქ რეგულაციებზე, რომელიც რეგულირდება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონით და ეს ცვლილებები ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს აკონტროლოს საზღვარი, რომ არ მოხდეს ინფიცირებული მოქალაქეების მიერ ვირუსის იმპორტი ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42