ბიძინა ივანიშვილი, "ოცნების" მაშველი რგოლი - ოლიგარქი ხმებზე ნადირობას იწყებს
პოლიტიკა - 17:40, 14 Jul, 2020     2371
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური კულისებიდან გამოდის და პოლიტიკაში ბრუნდება - "ოცნების" დეპუტატები არ უარყოფენ, რომ საარჩევნო კამპანიისას პარტიული ხმების მობილიზებაში ივანიშვილის ფაქტორი მთავარი იქნება.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია რა ფორმით ჩაერთვება ოლიგარქი არჩევნებში, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის შედგენაში პარტიის თავმჯდომარე აქტიურადაა ჩართული.

"ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის, რომელიც ყველა მონაცემის თანახმად იმარჩვებს საპარლამენტო არჩევნებში , ეს ადამიანი ბუნებრივია ჩართულია, ყოველდღიურ კონსულტაციებს გავდივართ, მათ შორის მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მათ შორის პარტიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იგი ყოველდღიურ ურთიერთობაშია ჩვენთან და დილიდან საღამომდე დაუღალავად შრომობს. რაც შეეხება მის საარჩევნო აქტიურობას ეს მასზეა დამოკიდებული" - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი მდინარაძე.

"ოცნებში" ამბობენ, რომ ოპოზიციას ივანიშვილის აქტიურობის ეშინიათ. რატი იონათამიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის ყოველი გამოჩენა ოპონენტებს შიშის ზარს სცემს.
"უსკდებათ გული იმაზე თუ როდის და როგორ ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში, მისი ყოველი გამოჩენა თავზარს სცემს ხოლმე ჩვენს ოპონენტებს . ჩვენი მთავარი დღის წესრიგი არის ის, რომ საზოგადოების სამსახურშ ვიყოთ " - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი რათი იონათამიშვილი.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ნდობა ივანიშვილის მიმართ იმდენად დაბალია, რომ უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის აქტიურობას ან პასიურობას. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან , რომ ეს იქნება არჩევნები , როდესაც მმართველი პარტია უპირობოდ დამარცხდება.
"ივანიშვილი იქნება პირველი ნომერი თუ საერთოდ არ გამოჩნდება საარჩევნო დროს, ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის უკუსვლაზე , დაქცევაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ნეპოტიზმზე, კორუფციაზე საქართველოში. რაც შეეხება მის მცდელობას , რომ თუ ის გადაწყვეტს იყოს პირველი ნომერი და თუ მას აქვს მოლოდინი, რომ იგი "ოცნების" სიას წინ წაწევს, მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინიც არ არის ადეკვატური, იმიტომ, რომ ივანიშვილის ნდობა გაფლანგულია" - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42