არ დავმალავ, არის საუბარი გაერთიანებიდან "ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:23, 14 Jul, 2020     1149

არ დავმალავ, არის საუბარი გაერთიანებიდან "ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე, – აცხადებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე. თუმცა, მისივე თქმით, ამ თემაზე საბოლოო კომენტარი თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთაო.

„2018 წელს „ძალა ერთობაშია“ ჩამოყალიბდა და ფანტასტიკური შედეგი აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებზე, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მოვიპოვეთ, ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება მაჟორიტარული ბლოკების გაერთიანების სახით, რაც არის სამომავლო კონკურენტული კოალიციური მმართველობის საფუძველი.

არ ვიცი, გადის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორი ფორმით იქნება, ამაზე საერთო განცხადებას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, რადგან დიდხანს ვერ გაიწელება ეს პროცესი. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს ძალიან კონსტრუქციულად, მშვიდობიანად იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელიც არის ხალხის ნდობა, მოვიპოვოთ მაქსიმალურად.

არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე, არ დავმალავ, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კითხოთ მათი საბოლოო პოზიცია.

შესაძლებელია, თერთმეტივე პარტიამ ცალ-ცალკე სუბიექტებად მიიღოს მონაწილეობა არჩევნების პროპორციულ ნაწილში, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება შეხვედრებს, მას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42