ვინ არის "კაწროს" მამა - აკაკი ბილანიშვილი ქართულ საზოგადოებას მას შემდეგ გაახსენდა, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს მისი შვილი, ავთანდილ ბილანიშვილი, დაუკავშირეს.
68 წლის ე.წ კანონიერ ქურდს,აკაკი ბილანიშვილს კრიმინალურ სამყაროში "კაკო ნიკაკოის" სახელით იცნობენ.
Прайм Крайм-ის ინფორმაციით, "კაწროს" მამა, აკაკი ბილანიშვილი წარსულში ოთხჯერაა ნასამართლევი და საპყრობილეში ჯამში 14 წელი აქვს გატარებული. 1990-იან წლებში, თავის მეგობარ, "კანონიერ ქურდ" ტრისტან სიჭინავასთან ერთად, ციმბირში, სხვადასხვა ქალაქში, "ქურდულ სამყაროს ავითარებდა". იმ წლების განმავლობაში, კემეროვოსა და ნიჟნი ნოვგოროდში მეგობრებმა რამდენიმე "ქურდი მონათლეს".
2007-დან 2009 წლამდე უკრაინაში არალეგალურად ცხოვრობდა, სადაც დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს.ასაკისა და შელახული ჯანმრთელობის გამო, საქართველოში არ დააპატიმრეს იმ პირობით, რომ ქვეყანას ნებაყოფლობით დატოვებდა, რის შემდეგაც, ბილანიშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. 2013 წლის ივნისში „კანონიერი ქურდი“ კვლავ უკრაინაში ჩავიდა, სადაც ისევ დააკავეს და ისევ დეპორტაცია გაუკეთეს. მაშინ ბილანიშვილს უკრაინაში ჩასვლა 5 წლით აეკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები






