"ოცნების" დეპუტატის აღიარება - ხუნდაძე აღიარებს, რომ კანონი დაარღვია
პოლიტიკა - 16:28, 14 Jul, 2020     1036

დიმიტრი ხუნდაძე აღიარებს, რომ პარლამენტარებს არ წარუდგინა ანგარიში საავადმყოფოების მზაობის შესახებ, რითაც კანონი დაარღვია.

ხუნდაძეს დღეს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უსმენდნენ, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხუნდაძეს ჰკითხა:

ევროპული საქართველოს წევრის შეკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჰოსპიტალური სექტორის შემოწმებას ეხებოდა.

„როდესაც კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის ფარგლებში გახარიამ დაგავალათ ჰოსპიტალური მზაობის შემოწმება, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მოგწერეთ წერილი, რომ გაგემხილათ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ამ ანგარიშის შესახებ – თუ როგორია ეს მზაობა ქვეყანაში.

ჩვენ მოგთხოვეთ როგორც შეფასების კრიტერიუმები, ასევე ისიც, თუ რა მდგომარეობა დაგხვდათ ჰოსპიტალურ სექტორში“, – თქვა ჭიაბერაშვილმა და დაამატა, რომ ამ წერილს ხუნდაძემ არ უპასუხა, რაც კანონდარღვევაა.

ჭიაბერაშვილის კითხვაზე პასუხისას ხუნდაძემ აღიარა, რომ კანონი მართლაც დაარღვია, თუმცა, მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, სწორი იყო.

„რა იყო საქმე – ის, რომ აქ დავარღვიე, ვაღიარებ და რა დავარღვიე, მინდა გითხრათ: როცა მე ჩემს ექიმ კოლეგებთან ერთად დავდიოდი რეგიონებში, კლინიკებში და იყო დღე, როდესაც დილით აღმოსავლეთში ვიყავით, საღამოს კი- დასავლეთში… იყო დღეები, როდესაც სახლამდეც ვერ მივდიოდით. წუწუნში არ ჩამითვალოთ, მაგრამ კვების ობიექტებიც არ მუშაობდა და მე და ჩემი კოლეგები და მძღოლი ვიფარგლებოდით „სნიკერსით“, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა.

ამ დროს მწერენ, რომ მითხარით, რა ინსტრუმენტებით ამოწმებთ კლინიკებსო. მე გამიჩნდა აღქმა, რომ როდესაც ადამიანი ებრძვი მტერს და ამ დროს მეზობელი გეუბნება, რა იარაღით ებრძვიო, ამ დროს უნდა მობრუნდე და დაიწყო წერილის წერა..

მე ნამდვილად დავარღვიე კანონი, მაგრამ არ დამირღვევია მორალური კანონი, რასაც თქვენ მთხოვდით, რომ გამომეფინა ის კლინიკები და ექიმები, სადაც დარღვევები ნამდვილად იყო. მაგრამ მაშინ მე გავითვალისწინე მორალური მხარე, რის გამოც დავთმე ჩემი სადეპუტატო ვალდებულება იმ წუთას და დავარღვიე – რომ ექიმები, რომლებიც წინა ხაზზე იყვნენ, არ გამოვააშკარავე. იმიტომ, რომ არ იყო იქ ისეთი დარღვევები...აქ იყო ზუსტად, თუ დავარღვიე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მთავარი არ დამირღვევია – ჩემი კოლეგების წინაშე მორალური პასუხისმგებლობა,“ – განმარტა ხუნადძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42