გრიგოლ გეგელია - შაქარაშვილის საქმის არასწორად წარმართვის გამო დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი
პოლიტიკა - 12:55, 14 Jul, 2020     533

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კახა კოჟორიძემ და გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

პარტიის ლიდერების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად. “ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების მოთმინების უნარის გამოცდა და დაუყონებლივ მოჰფინოს ნათელი შაქარაშვილის საქმეს. ამასთან, პარტია კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

"შაქარაშვილის საქმეში იკვეთება არასწორად წარმართული გამოძიების აშკარა ნიშნები, რაც არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებში კომპეტენციის ნაკლებობას თუ პროფესიულ შეცდომებს. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება სიმართლის გაყალბების და და მალვის ხელშეწყობა. ჩვენი პარტია არ შეეგუება, რომ სახელმწიფოში დაბრუნდეს კრიმინალური მენტალიტეტი და დაუსჯელობის სინდრომი. ჩვენ არ შევეგუებით "ქართული ოცნების" გამუდმებულ მცდელობებს, შერჩევითად აღასრულონ სამართალი, ჩაფარცხონ საქმეები და ხელი დააფარონ დამნაშავეებს. ამასთან, გიორგი შაქარაშვილის საქმე არ არის ბოლო პერიოდის ერთადერთი გახმაურებული საქმე, სადაც იკვეთება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების კოლაფსი, რაც კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობის განცდას დამნაშავეებში, ხოლო დაუცველობის და შიშის შეგრძნებას - საზოგადოებაში,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ და საქმეში დეპუტატის შვილის ფიგურირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ორიოდე დღის წინ ჩვენ გავხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივი აღიარების მომსწრენი, რომ დეპუტატ კობალაძის ვაჟი მხოლოდ მას მერე დააკავეს, როდესაც მედიაში, ზეწოლის მიუხედავად, გავიდა ინფორმაცია მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, სწორედ დეპუტატის ვაჟი ფიგურირებს. ამ და სხვა საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ ხელისუფლების მცდელობები, პოლიტიკურად აღასრულოს მართლმსაჯულება და ხელი დააფაროს დამნაშავეებს, სისტემატურ და სისტემურ ხასიათს ატარებს,“- აცხადებს გეგელია.

„ლელოს“ ლიდერის კახა კოჟორიძის თქმით, ყველა ჩვენგანის სიცოცხლე და უფლებები დგას საფრთხის წინაშე, მანამ, სანამ ეს სისტემა იქნება, რადგან ხელისუფლების წევრები თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან საზოგადოების წინაშე.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოება სამართალდამცავი სისტემის სრულ კრახს უყურებს. ისინი ვერ იძიებენ საქმეს, რადგან ეს სისტემა ხელს აფარებს დამნაშავეებს და არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. „ლელო“ არ შეეგუება იმას, რაც დღეს ხდება სამართალდამცავ სისტემაში. ჩვენი მიზანია არა ზედაპირული ცვლილებები, არამედ ამ სისტემის სრული ტრანსფორმაცია. საზოგადოებას აქვს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და დღემდე არცერთ თანამდებობის პირს კითხვაზე პასუხის გაცემა არც კი უცდია,“-განაცხადა კახა კოჟორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42