ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს მიერ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ანგარიშში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი.
ევროდეპუტატებმა რამდენიმე შესწორება დაამტკიცეს, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასაც ეხება. ევროპარლამენტი მხარეებს მოუწოდებს პატივი სცენ შეთანხმებას და შეასრულონ ყველა ის პირობა, რომელსაც ის ითვალისწინებს.
შესწორებებში საუბარია, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მედიამფლობელებისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან.
ამასთან, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიძიონ სამართალდამდავების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა ინციდენტი.
"მოგიწოდებთ, გამოიძიოთ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა ინციდენტი, მათ შორის, 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შემთხვევები და უზრუნველყოთ დამნაშავეთა დასჯა.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებები ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიხედვით, მათ შორის, შეამსუბუქოს მომიტინგეთა წინააღმდეგ შემოღებული არაპროპორციული სანქციები". – წერია შესწორებაში.
მასალის გამოყენების პირობები






