ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავებს სახლი მეორედ დაუწვეს (ფოტომასალა)
საზოგადოება - 14:09, 15 Nov, 2013     2356

სოფელ ტყვიავში, გუშინ დღის საათებში ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავს ეკატერინე ჩიხლაძეს ორსართულიანი სცხოვრებელი სახლი დაუწვეს. ეკატერინე ჩიხლაძე ,,ნიუ პოსტთან'' საუბრისას აცხადებს რომ სახლს ცეცხლი მეორედ მიზან მიმართულად წაუკიდეს:

,,გუშინ გორში ვიყავი, დამირეკეს შენი სახლი იწვისო, გაოგნებული დავრჩი დამწვარ სახლს კიდევ ცეცხლი როგორ მოუკიდეს-თქო, ჩამოვედი და ძალიან მძიმე სურათი დამხვდა ჩემი სახლი მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული და მეხანძრეები ცდილობდნენ ჩაქრობას. 2011 წელსაც წაუკიდეს ჩემს სახლს ცეცხლი და სახლის ნაწილი გადაგვირჩა. მაშინ რაც გადარჩა დღეს დაიწვა, 1 ოთახი გადარჩა მხოლოდ. დილით რომ შევედი და ვნახე იქაც - ლოგინებზე, იატაკზე, დივანზე, ყველგან ბენზინია დასხმული. ორი აზრი არ არსებობს, სპეციალურად შემოვიდა ვიღაც და გადაწყვიტა მთლიანად გადაეწვათ ჩემი კარმიდამო. გამოძიება როგორც ჩანს მაშინაც და დღესაც ამ ვანდალიზმის ჩამდენს ხელს აფარებს. მეუბნებიან ვიცით ვინც არისო, მაგრამ ზემოდან მოსული არ უნდა გამოვიძიოთო და არ იძიებენ. აშკარაა, რომ ამ სოფლელია, რომელსაც შეუკვეთეს ჩემი სახლის დაწვა. მე ძალიან მწამს არსებული ხელისუფლების და არ მგონია ახლაც გამოუძიებელი დარჩეს ეს საქმე. ძალიან ვთხოვ ბატონ ივანიშვილს, ეკა ბესელიას, დამეხმარნონ ამ საქმის გამოძიებაში. აღნიშნული საქმის გახსნით ბევრი საქმე გაიხსნება. პროკურატურა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ რომ ამ საქმეს სპეციალურად არ ხსნის და დამნაშავეს ხელს აფარებს“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დაზარალებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩიხლაძეების ოჯახი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახლობელია. ოჯახის უფროსი კი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. სოსო ჩიხლაძე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსია, ირაკლი ოქრუაშვილი კი სოსო ჩიხლაძის ბავშვის ნათლია.

გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი" გორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42