პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" იწყებს პარტიის კანდიდატების შერჩევის უპრეცენდენტო, სრულიად განსხვავებულ კამპანიას!
"რეფორმერი" საზოგადოებას სთავაზობს სოციალურ ქსელში მონიშნოს საკუთარი თავი ან მისთვის სასურველი კანდიდატი ჰეშთეგით #რეფორმერისკანდიდატი.
პირველად ქართულ რეალობაში ეს არის პარტიის კანდიდატების შერჩევის სრულიად ახალი და გამჭვირვალე პროცესი. პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" პოლიტიკაში ჩართვის შანსს აძლევს ყველას, ვისაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში, აირჩიოს ან თვითონ გახდეს პარტიის კანდიდატი.
თორნიკე ჯანაშვილი ( პოლიტიკური პარტია "რეფორმერის " თავმჯდომარე) - საქართველოში ბევრი ღირსეული ადამიანია, ვისაც სურს იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე. ჩვენ ვხსნით პოლიტიკაში მოსვლის ბარიერებს და ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოს პოლიტიკაში და გახდეს პარტია "რეფორმერის" კანდიდატი არჩევნებზე.
ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ პოლიტიკურ სტანდარტს, პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. დღესვე საკუთარი ჩართულობით დავიწყოთ ცვილილებები და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. გელით! ცვლილებების დროა! "
წარმოადგინე ის ადამიანი, რომელსაც არჩევნებზე მისცემდი ხმას და გჯერა, რომ აქვს პოტენციალი შეცვალოს რეალობა უკეთესობისკენ.
სოციალურ გვერდზე "რეფორმერი" ვიდეოს კომენტარში, საკუთარ გვერდზე ან შენთვის სასურველი კანდიდატის გვერდზე მონიშნე @მომხმარებლის სახელი #რეფორმერისკანდიდატი.
პოლიტიკურმა პარტია "რეფორმერმა" საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურად წამოიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






