თუმცა, ბოლო დროს მსოფლიოში და საქართველოშიც გახშირდა შემთხვევაბი, როდესაც განქორწინების მიზეზი სოციალური ქსელია.
ინდოეთში ქალი ქმართან განქორწინებას ითხოვდა მხოლოდ იმის გამო, რომ მან დაოჯახების შემდეგ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სტატუსი "თავისუფალი" "დაქორწინებულით" არ შეცვალა. 37 წლის ნინოს ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა ქალი, რომელიც მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაიცნო: "ჩემი მეუღლე მთელი დღეების განმავლობაშ კომპიუტერთან იჯდა. ერთ დღესაც "ფეისბუქი" ჩართული დარჩა და ქალისგან მოწერილი შეტყობინება მოვიდა. ჩემს ქმარს ფოტოებს უგზავნიდა და შეხვედრაზე უთანხმდებოდა. როგორც ჩანს, ეს მათი პირველი შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო. არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი არაფერი მეთქვა, იქნებ ამ ამბავმა სერიოზული სახე არ მიიღოს-მეთქი, თუმცა პირიქით მოხდა. მეუღლე ჩემს მიმართ გაცივდა, სულ იმას იმიზეზებდა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მაგიტომ მიწევს კომპიუტერთან გვიანობამდე ჯდომაო. საძინებელში დილამდე არ შემოდიოდა. როდესაც ვუთხარი, ყველაფერი ვიცი-მეთქი, არც კი გაუპროტესტებია, განქორწინებაზე დამთანხმდა". სოციალური ქელის გამო ოჯახების დანგრევის მხრივ განსაკუთრებით ამერიკელები გამოირჩევიან. როგორც სხვადასხვა სააგენტოები იუწყებიან, შესაძლოა 2020 წლისთვის სოციალუირი ქსელი განქორწინების მთავარ მიზეზად დასახელდეს.
"ყველა სიახლე"
მასალის გამოყენების პირობები






