„12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვეძინა, დედა იყო ჩემი და არა ბებია“ – მარიამ გეგუჩაძის ემოციური წერილი
სოც.მედია - 14:20, 13 Jul, 2020     2799

სამოქალაქო აქტივისტი , სოციალურ ქსელში ბებიის გარდაცვალების შესახებ წერს. გეგუჩაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ეს ადამიანი იყო დედა და წლიბის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა.

„რამდენადაც უხაროდა ამერიკაში რომ გადავედი, იმდენად ნერვები ეშლებოდა. პირველად იყო როცა ასე შორს ვიყავით და მთელ დროს ჩემთან ვერ გაატარებდა. 12-13 წელი, ერთად ვცხოვრობდით. ერთად გვეძინა. დედა იყო ჩემი. ბებია არა.

მეგობრობდა ჩემ მეგობრებთან. იცოდა ყველა ჩემი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იგებდა ყველაფერს, ჩემი ცხოვრების შესახებ. 12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე, არავის ესმოდა ჩემი.

ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს.

ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო.

პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს- რამიშვილის 35 ბ. 12 სართული .

ხუთშაბათს, საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ეკლესიიდან დავემშვიდობებით ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მეგობარს“, – წერს გეგუჩაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42